NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

access_time2021-04-17 12:04:09

16 აპრილს NATO ში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება. NAთO-მ რუსეთს მოსთხოვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შუზღუდოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის და სხვა გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების ჩაკეტვას გეგმავს. მიზეზად სამხედრო წვრთნების ჩატარებას ასახელებენ.

NAთO რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ, პროვოკაციების შეწყვეტისკენ და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემისკენ:

ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ცნობებით, რომ რუსეთი გეგმავს შავი ზღვის და ქერჩის სრუტის ნაწილებზე წვდომის შეზღუდვას... რუსეთის მოვუწოდებთ, რომ აზოვის ზღვაში უკრაინულ პორტებზე თავისუფალი წვდომა უზრუნველყოს და დაუშვას მიმოსვლის თავისუფლება.

NAთO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიმდინარე სამხედრო გაძლიერება ყირიმში, შავ ზღვაში და აზოვის ზღვაში უკრაინის დამოუკიდებლობისთვის საფრთხეა და ფართო რეგიონში სტაბილურობას ძირს უთხრის.

ზღვის კანონის შესახებ გაეროს კონვენციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ხელი არ უნდა შეუშალოს ან შეაჩეროს აზოვის ზღვის პორტებში საერთაშორისო სრუტით ტრანზიტი.

რუსეთის გადაწყვეტილება მალევე დაგმეს უკრაინაში, აშშ-ში და ევროკავშირშიც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, რუსეთის გეგმები უკრაინის სუვერენული უფლებების უზურპაციად შეაფასა.

პენტაგონი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს რეგიონში ხომალდების შევიწროება და შავ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო ტრანზიტის შეფერხება, განსაკუთრებით ქერჩის სრუტესთან:


რუსეთს ისტორია აქვს უკრაინული გემების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელების, შავ ზღვაში, განსაკუთრებით ქერჩის სრუტის მახლობლად, საერთაშორისო საზღვაო ტრანზიტის შეფერხების ისტორია აქვს.

ევროკავშირმა რუსეთის პროვოკაციას ძალიან შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა გემების თავისუფალი მიმოსვლა უნდა დაუშვას.

რუსეთის ფედერაციის განზრახვა დახუროს შავი ზღვის გარკვეული ნაწილები 2021 წლის ოქტომბრამდე სამხედრო წვრთნების საბაბით ძალიან შემაშფოთებელია. - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მოგვიანებით, რუსეთის სამთავრობო მედიამ, ღIA-მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაგეგმილი შეზღუდვები გავლენას არ მოახდენს ქერჩის სრუტეში ან მის შესასვლელ პუნქტებში საზღვაო მიმოსვლაზე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ქერჩის სრუტეში რუსეთმა სამ უკრაინულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნა და დააკავა. დააკავეს მეზღვაურებიც. მოგვიანებით, რუსეთმა უკრაინას დაკავებული ხომალდები გაფუჭებული დაუბრუნა, მეზღვაურები კი სხვა პატიმრებში გაცვალეს.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, აშშ შავ ზღვაში 2 სამხედრო გემის გაგზავნას აპირებდა, თუმცა აღარ გაგზავნის.

რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს გემების გამოგზავნის გადაწყვეტილებიდან მალევე, შავიზღვისპირეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად. პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა. 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

Tabula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up