Native Racha - რაჭული ლორის პროდუქცია უკვე სუპერმარკეტებში იყიდება

Native Racha - რაჭული ლორის პროდუქცია უკვე სუპერმარკეტებში იყიდება

access_time2020-07-14 18:00:41

„საპარტნიორო ფონდისა“ და „Native Georgia”-ს ერთობლივი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში ქართული რაჭული ლორის პროდუქცია უკვე სუპერმარკეტების ქსელებში იყიდება. პროექტი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა ქართული ღორის უნიკალური ჯიშების მოშენების შემდეგ, მეოთხე ეტაპი ხორც-პროდუქტების წარმოებას მოიცავს. თუმცა აქამდე საქართველოში წარმოებული რაჭული ლორი, რომლის დაპატენტების პროცესიც მიმდინარეობს,  მხოლოდ რესტორნებზე იყო ორიენტირებული.


როგორც Native Georgia-ს დამფუნძებელმა ვასილ ბაბლუანმა განმარტა, პანდემიის დროსა და ჰორეკას ქსელის დახურვის შემდეგ -  Native Georgia-მ დაფასოებული ხორცი   Native Racha სუპერმარკეტების ქსელებში შეიტანა.

 

„ჩვენი პროექტი ვითარდება, ქართული მთის ღორის შესახებ სამეცნიერო კვლევებში უკეთესი შედეგები გავქვს და უკვე მეხუთე თაობას ვზრდით.  წარმოება მიმდინარეობს რაჭაში, რომლის გაფართოებასაც ვაპირებთ.  დავამატეთ რაჭული „ჩორიზო“ და სხვადასხვა მიმართულებები მივეცით.  ვაწარმოებთ სხვადასხვა ტიპის დეგუისტაციებს.  პანდემიამდე ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ჰორეკას ქსელი იყო და მოგვიწია ცვლილებების განხორციელება.  წარმოება არ შეგვიმცირებია, უბრალოდ გადავბარგდით  სუპერმარკეტების ქსელებში და შევედით 5 მსხვილ სუპერმარკეტში. Native Racha ესაა უმაღლესი ტიპის შეფუთვით და ევროპული დონის საბაზრო სახის პროდუქტი. პარალელურად მიმდინარეობს ჩვენი პროდუქტის დაპატენტების პოროცესი, როგორც ქართული პროდუქტის. ახლა სტაბილურად გვყავს 500 სულამდე მთის ღორი და ამას ემატება პარტნიორი ფერმერების საქმიანობაც,“ - განმარტავს ვასილ ბაბლუანი.

 

პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 750.000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა 350.000 აშშ დოლარია.  ამ ეტაპის ფარგლებში, ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის პირველი ფერმა  რაჭაში, სოფელ ღარში მდებარეობს.




ამ პროექტით გათვალისწინებულია ქართული ტრადიციული პროდუქტების აღდგენა, როგორიც არის რაჭული ლორი, რომელსაც არ აქვს საბაზრო სახე. არსებობს ესპანური ხორცის ტიპი სახელად „მორსილია“, რომლის ანალოგი კეთდება სვანეთში სახელწოდებით „ზისხორა“. ასევე „ხმელობა“ - რომელიც "ვეფხისტყაოსანშია" ნახსენები. 


პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილი იყო 1200-მდე დედა ღორის მოშენება და საქართველოს 9 რეგიონში  ფერმების მშენებლობა. მეორე და მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ეტაპი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ-ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს. მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. მეხუთე ეტაპი კი ქართული ხამონისა რაჭული ლორის დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს.


Native Georgia-ს პარტნიორი ესპანური კომპანია „Deraza Iberico S.L.“-ს დამფუძნებელი ლეხინო დიაზ დელ რიოსია. კომპანია  „Deraza Iberico S.L.“-ი პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიამ შექმნა ახალი ბაზარი ამ სექტორში და დღეს მისი უდავო ლიდერია. „Deraza Iberico S.L.“ თითოეული ღორისგან, დაახლოებით, 600 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up