National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს

National Geographic ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს

access_time2019-11-01 17:52:19

„GEORGIA UNCOVERED“ ამ სათაურით National Geographic საქართველოს რეგიონების შესახებ მე-5 სტატიას ავრცელებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.



მათი ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამოგზაურო პლატფორმასთან ერთად აქტიურად იმუშავა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის: სამეგრელოს, სვანეთის, გურიის, კახეთის და სხვა მხარეების პოპულარიზაციისათვის. შედეგად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში National Geographic-ის მილიონობით მკითხველს საშუალება აქვს საქართველოს რეგიონების შესახებ საინტერესო აღწერები და ფოტოკოლაჟი იხილოს.



„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის სტატიების სერიით ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები დავფარეთ და მილიონობით მკითხველს საშუალება მივეცით გაცნობოდნენ საქართველოს რეგიონებს National Geographic-ის ჟურნალისტების თვალით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამოგზაურო ჟურნალში საქართველოს შესახებ საპრომოციო სტატიების გამოქვეყნება ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური რეგიონების, მაგალითად სამეგრელოს კანიონების, სვანეთის მთების და სხვა ღირსშესანიშნაობების ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე, შესაბამისად მაღალამხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.



ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic-ის ჟურნალისტი სტატიაში ცალკე თავს უთმობს სამეგრელოს უნიკალურ ბუნებას. აღწერს კაღუს ჩანჩექერს და მარტვილის კანიონს.




„საქართველოს შვიდ საოცრებას შორის მარტვილის კანიონს დავასახელებდი. კანიონის ლურჯ და მწვანე ფერის წყლებში ნავით გასეირნება ზაფხულის სიცხეში ნამდვილი შვებაა. აქ სანაოსნო გამოცდილება არ დაგჭირდებათ, გადაადგილებაში გიდი დაგეხმარებათ.“- წერს აარონ ჰუი.



„National Geographic-ის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბახმაროს, სტატიაში აღწერილია სამთო კურორტი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა და ბახმაროს ტრადიციული დოღი.



სტატიის ბოლოს აარონ ჰუი საკმაოდ ვრცლად წერს სვანეთის შესახებ. ჟურნალისტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ უშგულს, შუასაუკუნეების ტაძრებს, უძველეს ტრადიციებს, საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარას და უშბასთან და თეთნულდთან დაკავშირებულ ლეგენდებს აღწერს.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic-მა მკითხველს საქართველო ყველა ტურისტული მიმართულებით გააცნო: ბუნება, კურორტები, კულტურული ძეგლები, კულინარია, ღვინო და სათავგადასავლო ტურიზმი. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს“ – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.




თეგები:
National Geographic



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up