NATIONAL GEOGRAPHIC საქართველოს სამთო კურორტებსა და ეროვნულ პარკებზე პუბლიკაციებს მოამზადებს

NATIONAL GEOGRAPHIC საქართველოს სამთო კურორტებსა და ეროვნულ პარკებზე პუბლიკაციებს მოამზადებს

access_time2019-08-05 22:40:19

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი National Geographic–ის სპეციალური გამოცემის – Complete National Parks of Europe–ის მთავარ რედაქტორს ჯასტინ კავანას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმყოფება.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კავანა მოინახულებს თუშეთის, კახეთის და ყაზბეგის რეგიონებს, ესტუმრება თუშეთისა და ვაშლოვანის ეროვნულ პარკს და გაეცნობა ქვეყანაში არსებულ მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით, სამთო კურორტები და მთაში მდებარე ტურისტული ღირსშესანიშნაობები. აღინიშნა, რომ ჯასტინ კავანა საქართველოს რეგიონების მონახულების შემდეგ, „National Geographic" სპეციალური გამოცემაში "Complete National Parks of Europe" საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას გამოაქვეყნებს.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯასტინ კავანამ განაცხადა, რომ მისი და მისი გუნდის ვიზიტის მიზანია, თუშეთში, ყაზბეგსა და სხვა სამთო რეგიონებში ეროვნული პარკების დათვალიერება და მათზე ვიზუალური მასალისა და პუბლიკაციების მომზადება. მისი თქმით, ინფორმაცია განთავსდება ინსტაგრამზე, აგრეთვე დაიბეჭდება არაერთ ჟურნალსა და კატალოგში.

 


„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოში ყოფნით და მოხიბლულები - აქაური სტუმარმასპინძლობით", - განაცხადა „National Geographic" – ის წარმომადგენელმა.

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ National Geographic-ის ჯგუფი, რომელსაც ჯასტინ კავანა ხელმძღვანელობს, შეძლებს თავის პუბლიკაციებში გადმოცემული ინფორმაციით, გაუღვიძოს ინტერესი ტურისტებს, რომლებიც საკუთარ ტურებს ისეთი გამოცემების მიხედვით გეგმავენ, როგორიცაა National Geographic–ი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აღნიშნულ საგამომცემლო ჯგუფთან", - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

 

თავის მხრივ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს ირლანდიაში და ტურიზმის ადმინისტრაციას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ ტურის ორგანიზებას.

 

„ჯასტინ ჯავანა ეწვევა თუშეთსა და სხვა სამთო რეგიონებს და მოამზადებს პუბლიკაციებსა საქართველოს შესახებ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. იმედი მაქვს ამით უფრო გაიზრდება საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

 

ცნობისთვის: აპრილში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქვეყანაში არსებული უნიკალური ბუნების ძეგლების, ღვინის კულტურის, ქართული სამზარეულოსა და უძველესი ტრადიციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჯასტინ კავანა დაინტერესდა საქართველოთი და ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალით. მისი ვიზიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.


თეგები:
NATIONAL GEOGRAPHIC



აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up