ნათია თურნავა:შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის „ჩრდილოვან მმართველობასთან“ დაკავშირებით, სამარცხვინო და უსამართლოა

ნათია თურნავა:შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის „ჩრდილოვან მმართველობასთან“ დაკავშირებით, სამარცხვინო და უსამართლოა

access_time2020-02-14 13:15:21

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის „ჩრდილოვან მმართველობასთან“ დაკავშირებით, სამარცხვინო და უსამართლოა.


„რაც შეეხება შეფასებებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პირდაპირ გეტყვით ეს სამარცხვინო და უსამართლოა, იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავთ“, - აღნიშნა მინისტრმა „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას.რაც შეეხება მთავრობის მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავებას, თურნავას თქმით, ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ.


„იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელ მსოფლიოს, ძალიან ბევრია არასწორი, უსამართლო და ესაა ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელ მსოფლიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რა რეფორმებს ვახორციელებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


გამოცემა „ბლუმბერგი“ „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს.გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ლობისტური კომპანიის დაქირავება კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა აიძულა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა.


„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დაქირავებული ლობისტები ძირითადად სწორედ „ქართული ოცნების“ მითითებებით იმუშავებენ.


ipn.ge





საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up