ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება

ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება

access_time2020-05-17 10:00:52

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება. ამის შესახებ თურნავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ტაბლო“ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაწყებულია მოლაპარაკებები ტექნიკურ დახმარებასა და საკონსულტაციო მომსახურებების თაობაზე ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების დიდი გამოცდილება აქვთ.

„ჩვენ ჯერ კიდევ სანამ დაიწყებოდა ეპიდემია ეს გაცხადებული გვქონდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია. დაწყებული გვქონდა მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, იმ ინსტიტუტებთან ვინც თავიდანვე იყო დაინტერესებული ამ პროექტში შესვლით. უბრალოდ, ეს წინა ინვესტორის პირობებში ვერ მოხერხერდა. მათთან გვაქვს დაწყებული მოლაპარაკება, ტექნიკური დახმარება, საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე, რათა ისინი დაგვეხმარონ ახალი ტენდერის მომზადებასა და გამოცხადებაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია უკვე თანდათან გავხსნათ ეკონომიკა და ვთვლით, რომ დადგა მომენტი, როდესაც უნდა მივუბრუნდეთ და გავააქტიუროთ ეს ჩვენი სამუშაო პროცესი. აქედან გამომდინარე, დავაჩქარებთ ტენდერის მომზადებას და ვეცდებით რაც შეიძლება მალე გამოვაცხადოთ. ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ საფინანსო ინსტიტუტებთან, ვინც მანამდე იყო ჩართული ამ პროექტში, არამხოლოდ EBRD, ასევე აზიის განვითარების ბანკი, ჩვენ ასევე შეიძლება ვესაუბროთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, რომელიც არის მსოფლიო ბანკის წევრი. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებსაც გარდა სესხებისა, ასევე აქვთ ტექნიკური დახმარების გაწევის შესაძლებლობა და ძალიან დიდი გამოცდილება საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი აღდგება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საკითხი, თუ როგორ მოხდება პროექტიდან იმ ინვესტორების გასვლა, რომელთაც უკვე ჩადეს თანხები პროექტში, კონტრაქტითაა დარეგულირებული.


შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

IPN




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up