ნათია თურნავა: ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა აღვუთქვით სოფლის მეურნეობის მიმართულებას

ნათია თურნავა: ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა აღვუთქვით სოფლის მეურნეობის მიმართულებას

access_time2021-11-26 21:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ზეთისხილის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზეთისხილის სექტორის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ძლიერი მხარდაჭერა, ქართველი ინვესტორების და პირველ რიგში ზეთისხილის ასოციაციის აქტივობა. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ დღეს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი სწორედ ქართველი ინვესტორია.



სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის წვლილს როგორც ზეთისხილის კულტურის განვითარებაში, ასევე ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის დივერსიფიცირების აქტიურ პოლიტიკაში.




„ეს პოლიტიკა პირველ რიგში, მიმართულია სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქციის დივერსიფიკაციისკენ, აღორძინებისა და ზოგადად ქართული წარმოების განვითარებისკენ. ჩვენ მთავარი პრიორიტეტი ამ მიმართულებით სწორედ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაა ისე, რომ ჩანაცვლდეს მაქსიმალურად იმპორტი და განვითარდეს ექსპორტი. ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა აღვუთქვით სოფლის მეურნეობის მიმართულებას და თანადაფინანსების პარალელურად, ასევე, შევთავაზეთ „აწარმოე საქართველოში“ სესხის უზრუნველყოფის პროგრამა, რის შედეგადაც მრავალწლიანი კულტურების მოყვანა დღეს ქვეყანაში უფრო ხელმისაწვდომი და ფინანსურად მომგებიანი გახდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის კულტურის განვითარებაში; მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up