ნათია თურნავამ საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

ნათია თურნავამ საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

access_time2020-05-13 12:20:52

ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საზღვაო სექტორის საქმიანობის ეფექტიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის სანავსადგურე მიმართულების თითოეული ორგანიზაცია მაქსიმალურად სწრაფად გადაეწყო ახალ მოთხოვნებზე და სამუშაო პროცესში ყოველგვარი შეფერხების გარეშე დანერგა უწყებათშორისი საბჭოს ყველა რეკომენდაცია. დღემდე ზედმიწევნით ზუსტად სრულდება უსაფრთხოების წესები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნებთან.


სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმისა რომ ერთი წუთი არ შეჩერებულა პორტების მუშაობა, მაქსიმალურად იქნა აცილებული ნავსადგურებიდან ვირუსის გავრცელების საფრთხე. სექტორმა სანიმუშო ორგანიზებულობა გამოიჩინა და უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების ფონზე დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. სწორედ ამიტომ მინდა დარგის თითოეულ წარმომადგენელს მადლობა გადავუხადო იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. სექტორში მომუშავე პირები 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის - პორტების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას, რითიც უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნისათვის აუცილებელი მარაგების შექმნაში.


საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს სრულყოფილად ვასრულებდეთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას და სრულფასოვნად ვმონაწილეობდეთ მთლიანი რეგიონის მიწოდების ჯაჭვში. გარდა ამისა, საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით წარმართა პანდემიით გამოწვეული კრიზისი საზღვაო სექტორში და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები კრიზისის შემდგომი სიტუაციის რეგულირებისათვის. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა, რომელიც დარგის წინაშე პანდემიამ დააყენა, ქართველი მეზღვაურების რეპატრიაცია და როტაცია იყო. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომლის აქტიურობითაც 200-ზე მეტი მეზღვაური დაუბრუნა სამშობლოს, მეტიც, უკვე განხორციელდა ჩარტერული ფრენები მეზღვაურთა გემზე სამუშაოდ ასასვლელად მსოფლიოს სხვადახსხვა ქვეყნებში და გაკეთდა მხარდაჭერის შეთავაზება კერძო სექტორთან მეზღვაურთა გეგმიურ როტაციაზე.



გამორჩეული მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო მნიშვნელობის საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს - მეზღვაურებს, რომლებიც დღეს წინა ხაზზე არიან. შექმნილი კრიზისის გამო ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა და უდიდესი პასუხისმგებლობით განაგრძობენ თავისი ვალდებულებების შესრულებას. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის წარმატებული საქმიანობა, რომელსაც ეწევიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლები სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. საზღვაო დარგის თითოეულ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი გაწეული უმძიმესი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up