ნათია თურნავამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა

ნათია თურნავამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა

access_time2021-10-21 11:20:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მოიაზრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმას,  მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინს შეხვდა.

 

ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD, მთავრობას დახმარებას უწევენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასა და მათ კორპორატიზაციაში.

 

„დღეს მორიგი შეხვედრები გვქონდა როგორც მსოფლიო ბანკთან, ასევე აზიის განვითარების ბანკთან. მსოფლიო ბანკთან შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი. სწორედ კორპორატიზაცია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის ამის გზა, რაშიც მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვეხმარება, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში უკვე გვაქვს წარმატებული მაგალითი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სახით, სადაც უკვე დაინიშნა დამოუკიდებელი ბორდი OECD-ის სტანდარტებით,  სადაც უკვე ხდება კორპორატიზაციისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შესაბამისი სტრუქტურების, წესებისა და რეგულაციების დანერგვა.

 

„ამან უკვე მოიტანა ის შედეგი, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა ბანკროტობის პროცედურა პირველად მრავალი წლის შემდეგ, არის უკვე  ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც დივიდენდებს გადაუხდის ბიუჯეტს, - აღნიშნა ნათია თურნავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up