ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

access_time2020-05-06 15:46:01

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორს, მის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებზე იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს. ასევე თანამშრომელთა გუნდს, რომლებიც დისტანციურად უძღვებოდნენ თავის საქმიანობას“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მოულოდნელი გამოწვევების წინაშე დააყენა საავიაციო სექტორი, მასში შემავალმა თითოეულმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად სწრაფად შეძლო მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციების დანერგვა და ამით თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში. ამით საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, რომელმაც დაუყოვნებლივი და ჯანდაცვის უწყებებთან კოორდინირებული ზომები მიიღო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის თვალსაზრისით, რათა დროულად მომხდარიყო დაავადების გავრცელების პრევენცია ქვეყანაში.



„ტავ ჯორჯიამ“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ძალზე ოპერატიულად შეძლეს თერმოკამერების დამონტაჟება მგზავრთა თერმოსკრინინგის ჩასატარებლად თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. რეგულარული მიმოსვლის შეზღუდვის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა და უკვე განხორციელდა ორმოცდაათამდე სარეპატრიაციო ფრენა, ასევე შეუფერხებლად სრულდება სატვირთო და ჰუმანიტარული რეისები, ტექნიკური დაშვებები, უცხო სახელმწიფოების სარეპატრიაციო ფრენები. აღნიშნული რეისების დაგეგმვის და ტექნიკური განხორციელების კუთხით ეფექტურად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქაერონავიგაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიაკომპანიები, აეროპორტები, მიწისზედა მომსახურების საწარმოები, საწვავგამმართველები, და სხვა ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი. ფრენები სრულდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცვით.




იმედს გამოვთქვამთ რომ ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდებით პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ავიაცია ეტაპობრივად დაუბრუნდება იმ პოზიტიურ ნიშნულს, რაც ჰქონდა კორონავირუსის გავრცელებამდე.



მადლობა კიდევ ერთხელ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“ – განაცხადა მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up