ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა

access_time2020-05-12 11:40:31

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მეცნიერების წარმომადგენლებთან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სექტორზე, რომლის ეტაპობრივი ამოქმედებაა დაგეგმილი. ამავე დროს, აღინიშნა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა სტიმულირების პროგრამას აამოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიმართულებითაც. შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და მასში 30-ზე მეტმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სასწავლო - აკადემიურ და სამეცნიერო - კვლევის ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.


მინისტრის განცხადებით, მთავრობამ უკვე წარადგინა ტურიზმის სექტორის კრიზისიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე ფაზას მოიცავს. მისი თქმით, აღნიშნული სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ამავე დროს, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა აქტიურად განიხილავს სხვა დარგების მხარდაჭერის შესაძლებლობასაც, რომელთაც აქვთ არა მხოლოდ იმპორტდამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობა, არამედ საექსპორტო პოტენციალიც. კიდევ ერთი ცენტრალური საკითხი, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია იყო. აღნიშნულმა საკითხმა მეცნიერ-ეკონომისტების დიდი ყურადღება გამოიწვია.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება. „ყოველთვის ძალიან საინტერესოა მეცნიერ-ეკონომისტების მოსმენა. ჩვენი ეკონომიკა დღეს საჭიროებს შველას, დახმარებას და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური წრეების ჩართულობა და მათი მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება," - განაცხადა ნათია თურნავამ.







ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...

საქართველოში დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება

საქართველოში დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება
access_time2020-06-01 10:45:22
დღეიდან, 1 ივნისიდან საქართველოში მუშობის განახლებას შეძლებენ ყველა სახის მაღაზია, დიდი სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები.ყველა ობიექტმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური წესები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. რესტორნებსა და კაფეებში მაგიდებს შორის უნდა იყოს არანალებ 2 მეტრიანი...

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up