ნათია თურნავამ საქართველოს ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

ნათია თურნავამ საქართველოს ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

access_time2020-12-07 12:33:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


7 დეკემბერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა. „ვულოცავ ამ სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ესოდენ მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში, - განაცხადა ნათია თურნავამ მილოცვაში.


მინისტრის განცხადებით, ავიაციის სექტორს COVID 19-ის პანდემიამ უპრეცენდენტოდ დიდი ზიანი მიაყენა. მისი თქმით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, დღის წესრიგში დადგა საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხი, რამაც ათასობით რეისის მოულოდნელი გაუქმება გამოიწვია. „ამავე დროს, ავიაცია აღმოჩნდა ის დარგი, რომელმაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ეპიდემიის ეფექტურ მართვაში და საწყის ეტაპიდანვე აქტიურად ჩაერთო დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროულად შეზღუდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მაღალი რისკის ქვეყნებთან. პარალელურად ამოქმედდა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ჯანდაცვის უწყებების ინფორმირება აღნიშნული ქვეყნებიდან ჩამომსვლელი მგზავრების შესახებ,“ - განაცხადა მინისტრმა.


მთავრობის ხელშეწყობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით გახორციელდა 40-მდე სპეციალური რეისი. აღნიშნული რეისებით მოხერხდა საქართველოს 6000-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩამოყვანა. არაერთი ფრენა განხორციელდა ასევე ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნით.



მინისტრის განცხადებით, „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აეროპორტებსა და საჰაერო ხომალდებზე საწყისი ეტაპიდანვე მიღებულ იქნა ყველა აუცილებელი ზომა მგზავრთა და პერსონალის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად იმუშავა წესებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც ეხება ეკიპაჟის, პერსონალის სპეციალურ მომზადებას მგზავრთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე, მათ სათანადო ეკიპირებას, საჰაერო ხომალდის დეზინფექციას და ა.შ. ავიაკომპანიები და აეროპორტები პანდემიის გავრცელების პირველივე დღეებიდან უზრუნველყოფენ აღნიშნული მოთხოვნების და რეკომენდაციების დაცვას. შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მომსახურების გაწევას სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, ასევე ავიაციის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მსხვილი და მცირე ავიასაწარმოები“.


ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებამ. „ავიაციის სექტორი მზად დახვდა აღნიშნულ გამოწვევას. საჰაერო ტრანსპორტით PCR ტესტების, პირბადეების დასამზადებლად სხვადასხვა ნედლეულის, სამედიცინო დანიშნულების საშუალებებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირება და აღნიშნული ტვირთების მომსახურება ხდება დროულად და მაღალ დონეზე. აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთან კოორდინაციით, აღნიშნული ტიპის ოპერირებაში აქტიურად ჩაერთვნენ ქართული სატვირთო ავიაკომპანიებიც,“ - აღნიშნა მინისტრმა.


„პანდემიამდე არსებულ ნიშნულებზე დასაბრუნებლად, ავიაციის სექტორს დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, ვიმედოვნებთ, რომ ეტაპობრივად და ფრთხილად შევძლებთ ოპერირების ჩვეულ პროცესზე გადასვლას. აღნიშნულს ხელს უწყობს ის ფაქტორი, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ინტერესს კვლავაც აქტიურად გამოხატავენ ავიაკომპანიები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ პანდემიის მიუხედავად, არ გაჩერებულა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


„მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ უწყებას, ავიასაწარმოს, ავიასპეციალისტს, ამ სექტორში დასაქმებულ ტექნიკურ თუ ადმინისტრაციულ პერსონალს, მათი უსაზღვროდ დიდი წვლილისთვის ეპიდემიის მართვის პროცესში. თქვენი პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომის და კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ პანდემიის პირობებშიც, ავიაცია რჩება ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებისთვის პროფესიული დღის მილოცვაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up