ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-11-23 14:20:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში, სახელწოდებით „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება - საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში კოვიდის შემდეგ“ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


ფორუმი საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.


ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება თემაზე „რას ნიშნავს მდგრადობა პრაქტიკაში“ და საქართველოში კოვიდ 19-ის შემდგომ აღდგენის ტენდენციებზე, მდგრადი და მწვანე ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრა.


როგორც ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ბოლო წლებში მიღებული იქნა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი, რომელიც ხელს უწყობს მწვანე და მდგრადი განვითარების პრინციპებს, მათ შორის, კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, კანონი ენერგეტიკული ეტიკეტირების შესახებ, განახლებადი ენერგიის კანონი, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა და სხვა.



„დღევანდელი ფოუმი არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, როდესაც ბიზნესი და მთავრობა ამუშავებს ახალ პროექტებს, რომელიც ემსახურება უფრო მდგრად გარემოს, გარემოს დაცვითი პრინციპების განვითარებას, უფრო ეკომეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოში და ამავდროულად ეს ძალიან მიმზიდველია ბიზნესისთვის. ფორუმის მონაწილეებს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, თუ კოვიდის მიუხედავად, რამდენი ახალი საკანონმდებლო აქტი დაინერგა საქართველოში, რაც ქმნის მდგრადი განვითარების მწვანე ეკონომიკის ძირითად და საკანონმდებლო საფუძვლებს, დაწყებული ენერგოეფექტურობის შესახებ კანონით, დამთავრებული განახლებადი ენერგიების შესახებ კანონით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც მწვანე ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით იდგმება.


მათ შორის, ხაზი გაესვა მწვანე წყალბადის პროექტებს, რაშიც საქართველო რეგიონში პირველი იქნება.


„მწვანე ტექნოლოგიებს ვგეგმავთ ტრანსპორტის სფეროშიც, ვინაიდან ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი მეტად იყოს ჩართული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ფორუმს ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, გეორგ კარაბაჯეკი, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტი ნინო სუქნიძე და ავსტრიული და ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up