ნათია თურნავამ სამეცნიერო კონფერენციაში „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ სამეცნიერო კონფერენციაში „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა

access_time2020-09-11 14:17:28

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამეცნიერო კონფერენციაში „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



სამინისტროს ცნობითვე, კონფერენცია, რომელიც ეკონომისტის დღის აღსანიშნავად გაიმართა, პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას მიეძღვნა.



კონფერენციაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სამინისტრო დღეს, როგორც არასდროს, ეყრდნობა ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების მოსაზრებებს, რჩევებს, პროგნოზებს და ამიტომ მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის უფრო რეალისტური, კარგად გააზრებული, დასაბუთებულია და შეიცავს მხოლოდ შესრულებად ამოცანებს.




„დღევანდელი გლობალური გამოწვევა - პანდემია და მასთან დაკავშირებული გლობალური ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტად აქტუალურს ხდის ჩვენს თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ზოგადად მეცნიერ-ეკონომისტებთან. ეს ძალიან კარგად გამოგვდის და კარგი ტრადიცია გვაქვს. მე პირადად ვამაყობ, რომ ჩემი პირველი ნაბიჯები, როგორც ეკონომისტმა, დავიწყე სწორედ თსუ-ში და მას უკავშირდება ჩემი ჩამოყალიბება ეკონომისტად, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ააცილოს ის დარტყმა და საფრთხე, რაც მოსდევს გლობალურ პანდემიას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.



„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ძალიან სწრაფად გავაძლიეროთ გაჯანსაღების, გამოცოცხლების ნიშნები, რასაც დღეს ვაკვირდებით და ვხედავთ ჩვენს ეკონომიკაში და რაც არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ანტიპანდემიური პოლიტიკის შედეგი. ცნობილია, რომ საკმაოდ დადებითი, მაღალი შეფასება მივიღეთ ამ დღეებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ფარგლებში, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ეს შეფასებები დროში დაემთხვა პირველ დადებით ნიშნებს, რომელსაც ავლენს ჩვენი ეკონომიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა, ვარდნის შენელება და დარწმუნებულები ვართ, სულ მალე ისევ დავუბრუნდებით ძლიერ, პოზიტიურ ტრაექტორიას ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up