ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-10-23 10:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„დისკუსიაში „ციფრული ევროპა და ცენტრალური აზია: გახსნილი მომავლისთვის“ ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ანა ბიერდე და მახტარ დიოპი, აგრეთვე რეგიონის ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მსოფლიოს სხვა რეგიონების მსგავსად, კოვიდ-19-ის პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებას შეუწყო ხელი. ამავე დროს, გამოკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს რეგიონის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და დღის წესრიგში დააყენა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მიზნით დამატებითი ინვესტიციის განხორციელების აუცილებლობა, რათა ქვეყნებმა არა მხოლოდ წარმატებით შეძლონ პანდემიასთან ბრძოლა, არამედ შეუფერხებლად განაგრძონ მდგრადი განვითარება.



თავის გამოსვლაში ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. მათ შორის, მინისტრმა ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კომპანიებს ეძლევა საშუალება, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას საქართველოში სამუშაოდ. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია ერთ-ერთია, სადაც მომუშავე კომპანიებს ეს შეღავათი ეხება. მინისტრის შეფასებით, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას. მისი თქმით, ამით იქმნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს.




კიდევ ერთი ინიციატივა, რომელზეც ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა, არის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა და პროექტი „Log in Georgia", რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მოამზადა. პროექტი უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. მინისტრის განცხადებით, ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გხდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მუშაობის ციფრულ პლატფორმებზე გადავიდა. მისი თქმით, „Log in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებაზე მიმართულია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის - საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა.



მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გამომდინარე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან და ლიბერალური და მიმზიდველი ბიზნეს გარემოდან, გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი, რომელიც დაეხმარება, დაძლიოს საერთაშორისო მონაცემებთან წვდომისა და ქვეყანაში აითი-შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები. მისი თქმით, მთავრობა განიხილავს ციფრული დერეფნისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს მოემსახურება.



ნათია თურნავამ ასევე დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის განვითარებისთვის. მინისტრმა ისაუბრა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტზე, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე. მათ შორის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობის მიმართულებით“







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up