ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა

ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა

access_time2019-09-12 16:17:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines - ის ოფისში გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა დეტალური პრეზენტაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისები კომერციულად აუცილებლად იქნება მომგებიანი, რადგან საქართველო რეგიონის ლოგისტიკური ჰაბია და მისი ეს ფუნქცია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება.



„ჩვენ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინეთ იმ უპირატესობების შესახებ, რასაც ჩვენი რეგიონი და განსაკუთრებით, საქართველო სთავაზობს მათ პირდაპირი ფრენების დაწყების შემთხვევაში. ახლა გადავდივართ საკითხის შესწავლის ტექნიკურ ეტაპზე, როდესაც ამერიკული მხარე ჩატარებს კვლევას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური შედეგით დასრულდა.




შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობები ამერიკის მედიასივრცეში, რომელიც, მათი შეფასებით, იძლევა ძალიან დადებით შედეგს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობების შედეგიანობა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ამერიკული ავიაკომპანიის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. „მნიშვნელოვანია, საქართველოს ცნობადობა იყოს მაღალი, რათა ორ ქვეყანას შორის ფრენების დასაწყებად საკმარისი მგზავრთნაკადი არსებობდეს," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.



„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობა შეეძლებათ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც, საიდანაც აშშ-ში რეისები არ ხორციელდება. შედეგად, ტრანზიტულ ქვეყნად საქართველოს გამოიყენებენ," - აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.



მომდევნო შეხვედრა საქართველოს დელეგაციას Delta AirLines-იში ექნება, სადაც ნათია თურნავა ორმხრივი ავიაფრენების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.



ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ - ში საქართველოს საელჩომაც მიიღო მონაწილეობა.








ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ ცვლილებების...

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა
access_time2020-02-26 15:30:18
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა.დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა...

HUB Georgia გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“

HUB Georgia  გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“
access_time2020-02-26 14:30:44
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, რომ „დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“. გიორგი გახარიას HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე  „კომერსანტთან“ პასუხობს. „პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის...

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება
access_time2020-02-26 13:30:55
2019 წლის ბოლოს „Marriott International“–სა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რომლის თანახმადაც,2022 წელს ქალაქ ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება. პროექტის ინვესტორი კომპანია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ა, ხოლო სასტუმროს დეველოპმენტს ჯგუფის შვილობილი კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up