ნათია თურნავამ ლიტველ კოლეგასთან პირდაპირი მიმოსვლის საკითხი განიხილა

ნათია თურნავამ ლიტველ კოლეგასთან პირდაპირი მიმოსვლის საკითხი განიხილა

access_time2020-05-22 09:50:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრთან და ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან გამართა. აღნიშნული სამინისტრო ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს.


შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობის აღდგენის პირობებზე. აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით, მიღებულმა ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა კი ქვეყანა დააყენა იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც პირველები გახსნიან საკუთარ ტურისტულ ბაზარს შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის.


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით უსაფრთხო დერეფნისა და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი", რომელიც პანდემიამდე რეგულარულ რეისებს ასრულებდა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, მზადაა აღადგინოს აღნიშნული მიმართულებით ფრენები.


ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ტურისტული ბაზრის გახსნას უცხოელი, მათ შორის, ლიეტუველი ტურისტებისთვის პირველი ივლისიდან გეგმავს. თუმცა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ტურისტული სააგენტოები, გიდები და სხვ. მისი თქმით, საქართველოში სრულად დაინერგება ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინები, რაც განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში.


მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. ნათია თურნავამ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პოსტკრიზისული პერიოდში საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი ლიეტუვაში ლევან ღვაჩლიანი.





საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან   32.5 მლნ ლარი დაიხარჯა
access_time2020-06-04 16:05:28
საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ...

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს
access_time2020-06-04 14:50:22
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია. “მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი...

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია
access_time2020-06-04 14:00:30
„ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის, რადგან შემოდინებებში რა დანაკარგიც არის საკმარისად კომპენსირდება საგარეო დაფინანსებით, რომელიც საქართველომ მოიძია“, - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მედიასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. რაც შეეხება დოლარს, ნადარაიას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ის ძალიან გამყარებულია, შესაბამისად, არ ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია დოლარის შემდგომი მატერიალური...

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება
access_time2020-06-04 12:45:38
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.0175-ით დაიწყო, 12:40 საათისთვის 1 დოლარი 3.9850-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა.

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...


მსგავსი სიახლეები

up