ნათია თურნავამ ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ონლაინშეხვედრა გამართა

ნათია თურნავამ ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ონლაინშეხვედრა გამართა

access_time2020-05-21 22:30:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ონლაინშეხვედრა გამართა ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან, აღნიშნული სამინისტრო ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობის აღდგენის პირობებზე.

 

აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით, მიღებულმა ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა კი ქვეყანა დააყენა იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც პირველები გახსნიან საკუთარ ტურისტულ ბაზარს შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით უსაფრთხო დერეფნისა და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელიც პანდემიამდე რეგულარულ რეისებს ასრულებდა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, მზადაა აღადგინოს აღნიშნული მიმართულებით ფრენები. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის სხვა სფეროებშიც.

 

ნათია თურნავამ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პოსტკრიზისული პერიოდში საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი ლიეტუვაში ლევან ღვაჩლიანი.





კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს
access_time2020-06-04 14:50:22
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია. “მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი...

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია
access_time2020-06-04 14:00:30
„ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის, რადგან შემოდინებებში რა დანაკარგიც არის საკმარისად კომპენსირდება საგარეო დაფინანსებით, რომელიც საქართველომ მოიძია“, - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მედიასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. რაც შეეხება დოლარს, ნადარაიას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ის ძალიან გამყარებულია, შესაბამისად, არ ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია დოლარის შემდგომი მატერიალური...

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება
access_time2020-06-04 12:45:38
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.0175-ით დაიწყო, 12:40 საათისთვის 1 დოლარი 3.9850-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა.

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...


მსგავსი სიახლეები

up