ნათია თურნავა: „ დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე „ნამახვანჰესის

ნათია თურნავა: „ დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე „ნამახვანჰესის" მშენებლობის დაწყებას ვიზეიმებთ“

access_time2019-10-23 12:38:56

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თემატურ პანელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში შექმნილ ბიზნესკლიმატზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ენერგეტიკა საინვესტიციოდ  ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად რჩება. ეს  კი არის იმ რეფორმების და ბაზრის დერეგულაციის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. 


„შეიქმნა მეტი კონკურენცია და მცირე ჰესებში  კერძო სექტორის მხრიდან მეტი ინეტრესია .კვლავაც დღის წესრიგში რჩვება მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი საბაზისო სიმძლავრე, რომლის გარეშეც შეუძლებელია. ამ მიმართულებით ვითარდება რამდენიმე მსხვილი პროექტი. პირველ რიგში „ნამახვანს“ ვიტყვი, რომლის  ინვესტორები აქ ფორუმზეც არიან. მივიწევთ სამშენებლო ნებართვის აღებისკენ და ჩვენ დიდი იმედი გავქვს რომ უკვე ვიზეიმებთ მშენებლობის დაწყებას.



„ნენსკრაჰესთან დაკავშირებით პროცესები მშვიდად მიმდინარეობს. კერძოდ, ხდება ახალი კონტრაქტორის შერჩევა. ამასობაში გრძელდება ჯუბაში  დამხმარე ინფრასტრუქტურების მშენებლობის თვალსაზრისით სამუშაოები, ეს არის ხიდები, გზები. ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა შარშანდელი წყალდიდობების შემდეგ.რაც შეეხება სხვა მსხვილ სადგურებს, „ხუდონის მშენებლობაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორ დავასტრუქტურიროთ იმდაგვარად, რომ ნაკლები სოციალური პრობლემა და გარემოსდაცვითი რისკი იყოს. ჩვენ ძალიან მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ მცირე, მწვანე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უვნებელ სადგურებთან ერთად წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა“-აცხადებს თურნავა. 


მარიამ მორგოშია




რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო
access_time2020-01-27 15:50:44
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ინვესტორმა გასული წლის 23 აგვისტოს მიიღო.   შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ...

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...


მსგავსი სიახლეები

up