ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სიკეთე, რამაც  განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას

ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სიკეთე, რამაც განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას

access_time2019-08-16 20:00:52

იმერეთის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმერეთის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, რომლებსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე,   ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ნათია თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობისგან მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნიათ. ნათია თურნავამ მათ დეტალურად გააცნო ის გეგმები, რომლებიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის. ასეთ მიმართულებებს შორის ეკონომიკის მინისტრმა, პირველ რიგში, დაასახელა გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და შედეგად, მხოლოდ იმერეთის რეგიონში წელს ხუთი ათასზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირი ექნება.

 

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სიკეთე, რომელმაც ეკონომიკური კეთილდღეობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა შექმნას თქვენთვის. გაზიფიცირების გარდა, საუბარია მაღალსიჩქარიან, ოპტოკურ-ბოჭკოვან ინტერნეტიზაციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიფარება მთელი საქართველო და, ცხადია, იმერეთის რეგიონიც. სექტემბერში ასევე ვაცხადებთ მიკროგრანტების პროგრამას, რომელიც გაძლევთ რეალურ შანსს, თქვენი იდეა აქციოთ ბიზნესად ან გააფართოვოთ არსებული ბიზნესი - განაცხადა ნათია თურნავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

 

მინისტრის შეფასებით, იმერეთის რეგიონს აქვს კარგი პოტენციალი, განვითარდეს აგროტურიზმი და შეიქმნას საოჯახო სასტუმროები. „თუ აირჩევთ საქმიანობის ამ სფეროს, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაგეხმარებათ ინფორმაციის სათანადოდ განთავსებასა და მარკეტინგში - აღნიშნა ნათია თურნავამ.





StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up