ნათია თურნავა - ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს გამოწვევებზე და ვცდილობთ, ბიზნესთან მიმართებაში ჩვენი თითოეული ნაბიჯი  მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს

ნათია თურნავა - ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს გამოწვევებზე და ვცდილობთ, ბიზნესთან მიმართებაში ჩვენი თითოეული ნაბიჯი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს

access_time2020-04-02 15:03:46

„ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი მთლიანად, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის პერსონალს და გვაჩვენებს, რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ასეთი კომპანიები გააგრძელებენ საქმიანობას. ჩვენი ამოცანა არ არის მაინცდამაინც მათი შეზღუდვა, ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ ისინი უზრუნველყოფენ თავიანთი თანამშრომლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებას" - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობის შეზღუდვას ეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრმა ასევე განმარტა კონკრეტული პროცედურები, თუ რა ფორმით მოხდება სამშენებლო სექტორში კომპანიების საქმიანობის დაშვების განხილვა. „არის საგანგებო შტაბი და ყველა გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის დაშვებაზე, მიიღება მათთან ერთად. რამდენიმე უწყება ვიკონტაქტებთ სამშენებლო სექტორთან, ეს ალგორითმი, პრაქტიკულად აწყობილია და გასაჯაროვდება" - განაცხადა მინისტრმა.



ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო იქნება ერთ-ერთი უწყება, რომელიც გამოაქვეყნებს კონკრეტულ ფორმას და ამ ფორმის შევსების გზით უწყებას მიმართავენ სამშენებლო კომპანიები. „რაც შეეხება სამოქალაქო მშენებლობას, აქ ჩართულნი იქნებიან მუნიციპალიტეტები, ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს ერთად. ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით, ჩვენ გადავამოწმებთ პროცესს, როგორ ასრულებენ ეს კომპანიები დადგენილ წესებს, ვნახავთ, მათი უსაფრთხო საქმიანობის რა გარანტიები არსებობს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელით სამართავი პროცესი, ეს არის დიდი გამოწვევა" - აღნიშნა მინისტრმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბევრ რაღაცაზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მთავრობას ვერ გვექნებოდა წინასწარ გაწერილი პროცედურები, თუმცა, ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს ამ გამოწვევებზე. ვცდილობთ, „რომ მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს ჩვენი თითოეული ნაბიჯი ბიზნესთან მიმართებაში და აქაც ასე იქნება - ვრწმუნდებით, ვამოწმებთ და კომპანია აგრძელებს მუშაობას" -განაცხადა ნათია თურნავამ.




მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დაწყებამდე სამშენებლო სექტორი იყო ერთ-ერთი მსხვილი სექტორი, სადაც ათობით და ასობით კომპანია ფუნქციონირებდა და დასაქმებული იყო ათასობით ადამიანი. შესაბამისად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს იყო მომატებული რისკის მატარებელი სფერო და დაექვემდებარა შეზღუდვებს. „ამ სფეროში ჩართულები არიან როგორც მსხვილი ინსტიტუციონალური კომპანიები, რომლებსაც არ გაუჭირდებათ, ძალიან სწრაფად გადაერთონ დღევანდელ მოთხოვნებზე და დაგვანახონ, რომ ყველანაირად იცავენ ჯანდაცვის მიერ დადგენილ წესებს და თავიან თანამშრომლებს, ასევე არის ბევრი მცირე კომპანია, ვისაც გარკვეული დრო დასჭირდება ამისთვის. მსურს მჯეროდეს, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მოახერხებს ამას, რაშიც დავეხმარებით, მაგრამ ზოგს დასჭირდება მეტი დრო, ზოგს -ნაკლები" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up