ნათია თურნავა: „ყაზახურ მხარესთან  მიმდინარეობს საუბარი ორივე მხარისთვის საინტერესო პროექტებზე, პროექტები საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობენ

ნათია თურნავა: „ყაზახურ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი ორივე მხარისთვის საინტერესო პროექტებზე, პროექტები საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობენ

access_time2019-05-15 14:12:44

„ყაზახეთი ჩვენი ტრადიციული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ნებას, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, ვისაუბროთ არამარტო ორმხრივ ვაჭრობაზე და სატრანსპორტო მიმოსვლის გაფართოებაზე, არამედ ერთობლივ ინვესტიციებზეც, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. 



მინისტრის განცხადებით, საქართველო ყველა ინვესტორსა და მათ შორის ყაზახეთის წარმომადგენლებს საუკეთესო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.



მისივე თქმით, ყაზახურ მხარესთან მიმდინარეობს საუბარი ორმხრივად საინტერესო პროექტების შესახებ, რაც საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნას გულისხმობს, მათ შორის ლოგისტიკის, ვაჭრობის და გადამუშავების სფეროში.




„გადამუშავების სფეროს რაც შეეხება - ყაზახეთს ამოცანა აქვს, თავისი სანავთობო და ნავთობგადამამუშვებელი ინდუსტრიის დივერსიფიკაცია მოახდინოს და გადამუშავების შემდგომი ეტაპები და მასთან დაკავშირებული წარმოებები, მაგალითად - ნავთობქიმია და გაზოქიმია ერთობლივად განავითაროს , მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ქართულ-ყაზახურმა მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის კუთხით არსებულ პერსპექტივებზე. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის როლი და შესაბამისად, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.



პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში უკვე გაფორმდა ორი მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტი - სატრანსპორტო მიმოსვლის ნორმალიზაციისა და ხელშეწყობის, ასევე ტვირთბრუნვის გაფართოებისა და დამატებით საექსპორტო-საიმპორტო საქონლის გამოვლენის მიმართულებით.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ დამატებითი ტვირთების მოზიდვა ჩვენს საერთო დერეფანში, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა - სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ამ თემაზე იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი, - აღნიშნა ნათია თურნავამ.









გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up