ნათია თურნავა -  ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციების მოზიდვას ხელს ვუწყობთ

ნათია თურნავა - ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციების მოზიდვას ხელს ვუწყობთ

access_time2020-01-16 15:15:59

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2019 წლის შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარადგინა. პრეზენტაციას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მაღალი და საშუალო მენეჯმენტის წარმომადგენლები.


პრეზენტაციაში დეტალურად იყო წარმოდგენილი სააგენტოს საქმიანობის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში და სხვ.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტარტაპების პროგრამაზე, რომელსაც სააგენტო საერთაშორისო დონორთა მხარდაჭერით ახორციელებს. 2019 წელს მხარდაჭერილი იყო 124 სტარტაპი, რომელსაც გადაეცა 5,000 ლარი, 7 სტარტაპი, რომელთა გრანტის ოდენობაც 650,000 ლარს შეადგენდა და 40 სტარტაპი, რომელთა გრანტის ოდენობაც 100,000 ლარი იყო.


სააგენტოს დირექტორის ავთანდილ კასრაძის განცხადებით, აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ინოვაციური ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. მისი თქმით, სააგენტო განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს გამარჯვებული პროექტების კომერციალიზაციის საკითხს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მოზიდულმა კერძო ინვესტიციებმა 5,000 - ლარიანი სტარტაპების პროექტის შემთხვევაში 1,5 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 100,000 - ლარიანის შემთხვევაში - თითქმის 7 მლნ ლარი შეადგინა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სააგენტოს მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპებმა დაფინანსება მოიძიონ და განვითარდნენ. მისასალმებელია, რომ ქართული სტარტაპების საკმაოდ დიდმა ნაწილმა შეძლო ქართველი ან უცხოელი დამფინანსებლის მოძიება, რათა მათი ტექნოლოგიური პროექტები კომერციულად მომგებიან პროდუქტებად გარდაიქმნას. ამჟამად განვითარების ახალ ეტაპზე ვართ და მალე საზოგადოებას სტარტაპების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს შევთავაზებთ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.



ერთ-ერთ ასეთ სიახლედ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა დაასახელა, რომელმაც სტარტი 2019 წელს აიღო და 2021 წლის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამას აფინანსებს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის პროგრამა და მისი ბენეფიციარები არიან მეცნიერები, საჯარო და კერძო კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები. პროგრამის მიზანია, ქვეყნის სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში კომერციულად მომგებიანი ტექნოლოგიების გამოვლენა და მათი განვითარებისთვის ბიზნესის დაინტერესება. პროგრამის ფარგლებში მოხდება შერჩეული პროექტების კომერციალიზაცია, რომელიც მოიცავს კლინიკურ კვლევას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, ბიზნესთან მოლაპარაკებას ლიცენზირებისთვის და სხვ.


პრეზენტაციაზე ასევე გამახვილდა ყურადღება სტარტაპ-აქსელერატორის ბიზნესპროგრამაზე, რომლის მიზანია ზრდაზე ორიენტირებული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი სტარტაპების მხარდაჭერა განათლების, მენტორშიპისა და დაფინანსების გზით. პროგრამას განახორციელებს სილიკონის ველიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ-აქსელერატორი. ავთანდილ კასრაძის განცხადებით, პროგრამამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს, როგორც რეგიონში ინოვაციებისა და მეწარმეობის ლიდერად პოზიციონირებას და დაეხმაროს ადგილობრივ სტარტაპებს, საკუთარი ინოვაციური პროექტები საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ.


„ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ჩამოყალიბებით ჩვენ შევქმენით მყარი ბაზა, რომელსაც სამომავლოდ უნდა დაეფუძნოს ტექნოლოგიური პროექტების კომერციალიზაცია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტიციების მოზიდვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ დიდი პოტენციალი გვაქვს. ყოველი ახალი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, ახალ სტიმულს აძლევს ქართველ სტარტაპებს, საერთაშორისო მენტორების დახმარებით შეძლონ საკუთარი პროექტების კომერციალიზაცია და შემდგომი განვითარებისთვის დაფინანსების მოძიება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და რაც მთავარია, საქართველოში შექმნილი ინოვაციური პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up