ნათია თურნავა - წყალტუბოს გეგმის ფარგლებში ნებისმიერი პროცესი თუ სამუშაო ქვეყნისა და მოქალაქეების  ინტერესების გათვალისწინებით შესრულდება

ნათია თურნავა - წყალტუბოს გეგმის ფარგლებში ნებისმიერი პროცესი თუ სამუშაო ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით შესრულდება

access_time2019-11-06 16:30:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წყალტუბოს განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ამ საკითხზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებას პასუხობს.

 

„მსურს, გამოვეხმაურო ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას წყალტუბოს განვითარების გეგმებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მისასალმებელია არასამთავრობო სექტორის ყურადღება წარმოდგენილი საკითხის მიმართ. დიდი საზოგადოებრივი ინტერესი საწინდარია, რომ პროექტის მნიშვნელობისა და მასშტაბის შესახებ  რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.

 

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული ინიციატივის თანახმად, მან გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს, მის აღორძინებას ერთიანი გააზრებული კონცეფციით და გეგმით, რაც ერთბაშად მისცემს საშუალებას არამხოლოდ კურორტ წყალტუბოს, არამედ მთელ რეგიონს, მიიზიდოს კერძო ინვესტორები და სათავე დაუდოს ეკონომიკურ აღმავლობას.

 

მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასა და უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი უზრუნველყოფს უდიდესი რესურსის მქონე კურორტის ხელახლა დაბადებას და გაცოცხლებას.  წინასწარი გათვლებით, საუბარია თითოეულ სასტუმროში საშუალოდ 200 ადამიანის დასაქმებაზე, მხოლოდ კურორტზე კი ჯამში 6 – 8 ათასი ადამიანის დასაქმებაზე.  სანატორიუმების აღდგენის შემდეგ კი, კურორტზე ვიზიტორთა წლიური რაოდენობა 600 – 800 ათას ადამიანს მიაღწევს.

 


საკითხში ჩახედულმა და დაინტერესებულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა კარგად იციან, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ მოახერხა წყალტუბოში სანატორიუმების უდიდესი უმრავლესობის გაყიდვა. კერძო ბიზნესი არ არის დაინტერესებული ცალკეული დანგრეული შენობის ყიდვით, რომლის სათანადო რეაბილიტაცია, ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება და თანამედროვე პირობებზე მორგება დიდ დანახარჯს მოითხოვს.  თანაც, ერთი ცალკეული სასტუმრო ვერ გახდება მიზიდულობის ცენტრი, თუკი არ მოხდა კურორტის მთლიანი რეაბილიტაცია, მთელი ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი მეურნეობების აწყობით (ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ა.შ.). უკვე ერთი წელია, ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ღიად დევს შეთავაზება წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზების შესახებ და გამოხმაურება ამ საკითხს არ მოყოლია.

 

საქართველოს მთავრობის დაკვეთით, 2014 წელს შვეიცარიულმა კომპანიამ Kohl & Partners შეისწავლა წყალტუბოს პოტენციალი და მის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, როგორიც არის რეგიონის ბუნებრივი გარემო და კულტურული ფასეულობები, ჩამოაყალიბა ხედვა, რის მიხედვითაც წყალტუბოს შეუძლია, გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში და დიდი ევროპული კურორტების კონკურენტი.  ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა სწორედ ამ გეგმის ფარგლებში კურორტის განვითარებას ეხება.  საკუთრივ ეს კონცეფციაც და საჯარო ინტერესიც აპრიორი გულისხმობს წყალტუბოს კურორტის კულტურულ-არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის, გეგმარებისა და ღირებულების არა მხოლოდ აღდგენას, არამედ მის სრულ ფუნქციურ რეაბილიტაციას.  კურორტის აღდგენის ერთიანი პოლიტიკა ამის ყველაზე კარგი საშუალებაა. წყალტუბოს არქიტექტურა წარმოადგენს კურორტის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას და ბუნებრივია, რომ მისი მნიშვნელობა დაცული იქნება.

 

რაც შეეხება არასამთავრობოთა განცხადებაში გამოთქმულ შეშფოთებას, მსურს, დავარწმუნო ისინი, რომ ნებისმიერი პროცესი თუ სამუშაო შესრულდება ქვეყნის, ყველა მოქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობის  ინტერესების გათვალისწინებით.  ოპონენტების ბრალდებას, თავად ბიძინა ივანიშვილი პასუხობს საჯაროდ , სადაც ის მკაფიოდ ხსნის, რომ მისი ერთადერთი მოტივატორი კურორტის რეაბილიტაცია და არა მისი ფლობა და მართვაა. მეტიც, ის საუბრობს კონკრეტულ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაბილიტირებული ქონების კერძო სექტორზე გადაცემა.

 

ასევე საფუძველსაა მოკლებული ბრალდება სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების ერთ ლარად გადაცემის შესახებ. მოგახსენებთ, თავის დროზე სახელმწიფომ ერთ ლარად გადაცემის პირობითაც კი ვერ დააინტერესა კერძო სექტორი საინვესტიციო ვალდებულების ასაღებად, რაც არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად ერთ ლარად მოხდება ქონების გასხვისება.

 

გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უკრიტიკოდ იმეორებენ პოლიტიკური ოპონენტების ნარატივს და ავრცელებენ გადაუმოწმებელ, მცდარ ინფორმაციას, რაც ემსგავსება ღია კარის მტვრევას, ხოლო მსგავსი ქმედება აზიანებს ზოგადად, არასამთავრობო სექტორის იდეას.

 

ეკონომიკის სამინისტრო და პირადად მე, მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პროექტის შესახებ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ მომავალში გამორიცხავს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია ნათია თურნავას განცხადებაში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.





ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up