ნათია თურნავა - წლევანდელი წელი იყო საკმაოდ კარგი და შედეგიანი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის ერთ-ერთი შემდგენელიც ტურისტული ინდუსტრიაა

ნათია თურნავა - წლევანდელი წელი იყო საკმაოდ კარგი და შედეგიანი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის ერთ-ერთი შემდგენელიც ტურისტული ინდუსტრიაა

access_time2019-12-30 16:10:48

წლევანდელი წელი იყო საკმაოდ კარგი და შედეგიანი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის ერთ-ერთი მდგენელიც ტურისტული ინდუსტრიაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელი პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.


მინისტრის თქმით, ყველა გამოწვევის მიუხედავად, მიმდინარე წელს საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას - 9 300 0000 ადამიანს ვუმასპინძლეთ.


„ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც შესაძლებელი გახდა მთავრობის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით, განსაკუთრებით კი ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ტურიზმს საკმაოდ დიდი გამოწვევა დაატყდა თავს, ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა და ძალიან სწრაფად, ოპერატიულად გვერდში დავუდექით ყველაზე პატარა, მცირე, საოჯახო სასტუმროებს და მათ ეს ტვირთი შევუმსუბუქეთ, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, უფრო მიზნობრივი გახდა ფინანსური დახმარების პრიორიტეტები პროგრამის „აწარმოე საქართველოში ფარგლებში.
„ასე რომ, 2020 წელი იქნება ტურიზმზე ორიენტირებული წელი. სასტუმროებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ბალნეოლოგიურ კურორტებს და ტურისტულ სერვისებს, მათ შორის, თემატურ პარკებს, ეთნოსოფლებს, სათავგადასავლო ტურიზმს და სხვა, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დედაქალაქის მერი კახი კალაძე, მთავრობის სხვა ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია.






დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up