ნათია თურნავა - WizzAir-თან რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, ქუთაისს 12 ახალი ავიამიმართულება დაემატა

ნათია თურნავა - WizzAir-თან რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, ქუთაისს 12 ახალი ავიამიმართულება დაემატა

access_time2019-06-26 10:47:56


„მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოვაწერეთ კომპანია „ვიზეართან" 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია WizzAir-თან ახალი შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.


შეთანხმების შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს შემდეგ ქალაქებში - ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ .


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.



„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებით ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, გვექნება პირდაპირი ფრენები. როგორც იცით, სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია და აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ ამ ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც წარმატებით დასრულდა", - განაცხადა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, საქართველოს ტურისტული პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა რეალურად უფრო მიმზიდველ ტურისტულ ადგილად ვაქციოთ, რომლის მონახულებაც ერთნაირად უხარია როგორც ევროპელ ტურისტს, ასევე ტრადიციული ბაზრებიდან მომავალ ტურისტს.


ახალი ავიამიმართულებების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის" ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.


ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.


ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზეარის" მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.





მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...

"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.   „მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა
access_time2020-10-30 12:00:43
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის სექტემბერში,...

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up