ნათია თურნავა: „ვმუშაობთ, რომ 2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება

ნათია თურნავა: „ვმუშაობთ, რომ 2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება"

access_time2019-12-16 14:43:26

„დღეს ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში, განპირობებულია მაღალი ექსპორტით. ჩვენი ამოცანაა, მომავალ 2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება. ბოლო სტატისტიკა, რაც გვაქვს უცხოური ინვესტიციების ნაწილში, ინვესტორების გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს, მაგრამ არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ინვესტიციები იმიტომ, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან კომენტარი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა საზოგადოებას 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა.



ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ერთი მხრივ, ახორციელებს მასშტაბურ პრივატიზაციას - ეს არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს," რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება, პარალელურად, მომზადდა 2020-2021 წლების პროაქტიული სტრატეგია ინვესტორების მოსაზიდად. „ჩვენ კი არ ველოდოთ, სანამ ინვესტორი იპოვის საქართველოს რუკაზე, არამედ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველომ მოინიშნოს ინვესტორების რუკაზე. ამისთვის გამოვკვეთეთ პრიორიტეტული სექტორები, მათ შორის არის ახალი მაღალტექნოლოგიური სექტორები, მაგალითად, ელექტრონული მოწყობილობებისა და ავტო და თვითმფრინავების ნაწილების წარმოება და ა.შ. პარალელურად, არის ტრადიციული სექტორებიც, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება - ეს არის მსუბუქი მრეწველობა, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, დეველოპმენტი, სასტუმროები, ენერგეტიკა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიზნობრივად, წარმატებით ვიმუშავებთ ამ სექტორებში ინვესტიციების მოსაზიდად" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.




2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია IFC-ის მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა.



სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.








დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up