ნათია თურნავა - ვმუშაობთ ისეთი სპეციალური მექანიზმების დასანერგად, რომელიც ახალგადმოტანილ და ახალწარმოქმნილ ბიზნესებს დაეხმარება საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში

ნათია თურნავა - ვმუშაობთ ისეთი სპეციალური მექანიზმების დასანერგად, რომელიც ახალგადმოტანილ და ახალწარმოქმნილ ბიზნესებს დაეხმარება საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში

access_time2020-04-14 13:10:40

„ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ახლანდელ პრობლემას ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც გამოწვევას, არამედ როგორც სამომავლო შესაძლებლობას. არ არსებობს გამოწვევა, რომელიც სწორად დანახვის შემთხვევაში, არ შეგიძლია აქციო შესაძლებლობად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი" სტუმრობისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, ბევრი საერთაშორისო კომპანია პოსტკოვიდურ პერიოდში ალტერნატიული ინდუსტრიული თუ ბიზნესპლატფორმის მოძიებას დაიწყებს.



„კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, საქართველო ბევრი მაჩვენებლით გამორჩეული ქვეყანა იყო. მათ შორის, საქართველო მე-7 პოზიციაზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის თანახმად. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს გამჭვირვალე ბიზნესგარემო და ამით ძალიან მიმზიდველია პოტენციური ინვესტორებისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო რეიტინგებით გვიკავია მესამე პოზიცია გადასახადების სიმარტივით კუთხით და ა.შ," - განაცხადა მინისტრმა.




ამავე დროს, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სპეციალური მექანიზმების დასანერგად, რომელიც ახალგადმოტანილ და ახალწარმოქმნილ ბიზნესებს დაეხმარება, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ.



„ეს იქნება აპრობირებული მოსაზრება, რომელიც იქნება მხარდაჭერილი დონორების მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ, რომ ვეძებთ ისეთ დარგებს, სადაც ჩვენივე საკუთარი რესურსებით შეიძლება გავზარდოთ წარმოება და ბაზარზე იმპორტს შევუქმნათ კონკურენცია. ამავე დროს, საკუთარი წარმოების განვითარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის საექსპორტო წარმოების განვითარების ანტიპოდი. პირიქით, ჩვენი ბაზარი არ არის დიდი და იმისთვის, რომ შენი საკუთარი წარმოება აქციო კონკურენტუნარიანად, ის ორიენტირებული უნდა იყოს არა მხოლოდ შენს ბაზარზე, არამედ საექსპორტო ბაზარზე. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული სამრეწველო პლატფორმად, სადაც მოხდება პროდუქციის წარმოება როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ნედლეულით. გარდა ამისა, გვინდა, მრეწველობის გარდა, მომსახურების ჰაბიც გავხდეთ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა," - განაცხადა მინისტრმა.



ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა სტარტაპებზე. მისი თქმით, კორონავირუსმა ამ მიმართულებასაც მისცა განსაკუთრებული განვითარების სტიმულ. „ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქვეყანა ასევე გახდება ასეთი ბიზნესების წარმოჩენისა და განვითარების ქვეყანა," - განაცხადა მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up