ნათია თურნავა:„ ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს და 7 ივლისს, პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება

ნათია თურნავა:„ ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს და 7 ივლისს, პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება"

access_time2020-07-03 10:33:01

„იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დაიგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე, „აირზენამ" მიიღო საყვედური ჩვენგან, მაგრამ რადგან ბილეთები უკვე გაყიდულია და ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პოსტ ტვ-"ს ეთერში განაცხადა.


როგორც მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, მთავრობის პრეტენზიის არსი არის ის, როცა რაიმე არ კეთდება მოსახლეობის სასარგებლოდ. „კარგად გვესმის „აირზენასიც," რომელსაც 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფრენები არათუ გაუნახევრდა, 20 პროცენტიც არ დარჩა იქიდან, რაც აქამდე ჰქონდა. მას ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი კარგად გვესმის, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ მაშინ მიადგა დარტყმა, როცა შარშან, 20 ივნისის მერე, რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები, სადაც ძირითადი სიხშირეები „აირზენასი" იყო. შესაბამისად, მეორე წელია, ავიაკომპანიას სერიოზული დარტყმა ადგება პერმანენტულად, ამ დროს კი ჩვენ მას ვაკისრებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რომ იფრინოს ფიქსირებული ფასით, ჩვენი თანადაფინასებით, რაც ასეთ დროს, მიზერულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მთავარია, რომ არსებული გამოწვევების დროს რეისები იყოს შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მგზავრთა უსაფრთხოება და ინტერესები" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავას თქმით, როდესაც მთავრობამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა, „აირზენამ" რეისები შეასრულა მთავრობასთან შეთანხმებით, სადაც 200 ევროს არ აღემატებოდა ბილეთის ფასი და ის იყო სუბსიდირებული. „მერე დავუშვით კომერციული ჩარტერები იმისთვის, რომ არ შეწყვეტილიყო მიმოსვლა - გადავდეთ რეგულარული ფრენები, მაგრამ კომერციული ჩარტერების უფლება მივეცით კომპანიებს. ჩარტერი კომფორტულია იმიტომ, რომ აკონტროლებ რაოდენობას, მიმართულებას, დროს და ა.შ. მაგრამ მე ვთვლი და ბევრი თვლის ასე, რომ კომერციული ჩარტერების ბილეთებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები, რაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას იწვევდა, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ „აირზენამ" ზოგიერთი რეისი დაგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე" - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი უკვე ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება კომპანიის სამომავლო გეგმებში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up