ნათია თურნავა: „ვიმედოვნებთ, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი პროგრამა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“

ნათია თურნავა: „ვიმედოვნებთ, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი პროგრამა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“

access_time2021-08-02 15:40:00

2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი, ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ. შესაბამისი დადგენილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, პროგრამის დეტალებზე კი ნათია თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სუბსიდირებული იპოთეკური სესხების ახალი პროგრამა გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომელსაც პირველი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი.


„შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში ასეთმა ოჯახმა შეიძლება მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს როგორც ახალი ან მეორადი ბინა, ასევე ააშენოს კერძო საცხოვრებელი სახლი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში 200 000 ლარამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს 5 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ იმ ოჯახებისთვის, რომელსაც შეეძინება პირველი ან მეორე შვილი, ბანკის სესხის პროცენტის თითქმის ნახევარს სახელმწიფო დაფარავს, მაგალითად, პირობითად, თუ დღეს კომერციული ბანკისგან 12 პროცენტში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6 პროცენტი იქნება ჩვენ მიერ სუბსიდირებული, ხოლო თუ საუბარია მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში პროცენტის თანადაფინანსება იქნება გაცილებით მეტი - დაახლოებით 8 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი, დაახლოებით 4 პროცენტში აიღებს იპოთეკურ სესხს იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, ამავე პროგრამით ავტომატურად ისარგებლებენ ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახებიც, ვისაც დღეს უკვე ჰყავს სამი ან მეტი შვილი.


„ასეთ ოჯახებსაც პირველი სექტემბრიდან 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ მიმართონ ბანკს, აიღონ სუბსიდირებული სესხი, შეიძინონ საცხოვრებელი ფართი და აქაც სახელმწიფო საბანკო პროცენტის დაახლოებით ორ მესამედს დაასუბსიდირებს, ანუ მიახლოებით ესეც 4 პროცენტიანი სესხი იქნება“ - განაცხადა მინისტრმა.


ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up