ნათია თურნავა - ვფიქრობთ, ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელთანაც სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას

ნათია თურნავა - ვფიქრობთ, ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელთანაც სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას

access_time2020-05-25 23:15:03

ვფიქრობთ, ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.


ნათია თურნავას განცხადებით, ჩეხეთში საკმაოდ დიდია ინტერესი საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ.


პანდემიამდე საკმაოდ მზარდი იყო ჩეხეთიდან ტურისტული ნაკადები. რაც მთავარია, ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდნენ. დღესაც ჩეხეთში საქართველოდან მოთხოვნადია დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტები. ჩეხეთის ელჩთან ვისაუბრეთ, რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი, რომ უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნა დავაჩქაროთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტერ მიკისკას თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის გახსნას და საქართველოში არსებულ ვითარებას.


„მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და ამ სფეროში მიღწეული საქართველოს მთავრობის წარმატებაზე, რომელსაც ჩვენი მაღალი შეფასება მოჰყვა. ჩემი მილოცვა ძალიან გულწრფელია, რადგან ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით და ახლოდან ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას.
ჩვენი შეხვედრა ეხებოდა მომავალს და არა წარსულს. ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში ტურიზმის ხელახლა გახსნაზე, საქართველოში ჩეხი ტურისტების ჩამოსვლაზე, ასევე, როგორ უნდა დაინერგოს სათანადო პირობები და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა საქართველოში ჩეხი ტურისტების მისაღებად. ამისათვის აუცილებელია, გვქონდეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოებას ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს“, – განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა.


1tv.ge






ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...

ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი

ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი
access_time2020-07-07 12:30:56
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტიმულირების პოლიტიკიდან იძულების პოლიტიკაზე გადადის“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც 2021 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით მისაღები თანხის 15 პროცენტის გაყინვას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა დაახლოებით 20 მლნ დოლარის გაცემა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში...

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები
access_time2020-07-07 11:35:54
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up