ნათია თურნავა: „ვფიქრობთ, ამერიკულ ავიაკომპანიებს დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და კომერციულად მომგებიანია

ნათია თურნავა: „ვფიქრობთ, ამერიკულ ავიაკომპანიებს დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და კომერციულად მომგებიანია

access_time2019-09-11 21:58:00

„ვფიქრობთ, ამერიკის ბაზრის ორ ლიდერ საავიაციო კომპანიას დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ფრენები პოლიტიკურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც ძალიან მიმზიდველი და მომგებიანი იქნება კომერციულად, რომ შემოვიდნენ საქართველოში, რადგან ჩვენ ნამდვილად ვართ ლოგისტიკური რეგიონული ჰაბი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ში იმყოფება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების - Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს. ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ - ში საქართველოს საელჩომ მიიღო მონაწილეობა.



აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დააანონსა. როგორც მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია. ნათია თურნავას შეფასებით, პირდაპირი ფრენების დაწყება, ერთი მხრივ, იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე მხრივ, ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის.


კომერსანტი





„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“

„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“
access_time2019-11-12 12:00:23
„იმ გარემოებაში, როდესაც საქართველოდან ჩინეთში ასე აშკარად იზრდება ღვინის ექსპორტი და მათგან დაინტერესებაც მზარდია, სრულიად რეალურია ტურიზმის განვითარებაც. თუმცა, იმ ბაზრებზე, სადაც არის პოტენციალი, რომ საქართველომ მოიზიდოს უფრო მეტი ვიზიტორი, მათ შორის ჩინეთიდან, ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს და უნდა იმუშაოს, რომ მოხდეს მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაცია“,- ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა...


მსგავსი სიახლეები

up