ნათია თურნავა - USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება

ნათია თურნავა - USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება

access_time2021-02-11 13:20:00

„აშშ - ის მთავრობა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ეხმარება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რათა უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი ეკონომიკის ძირითადი სექტორები უცხოელი ინვესტორებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



აღსანიშნავია, რომ პროგრამა თანამშრომლობს სამინისტროში შემავალ ყველა წამყვან სააგენტოსთან და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, მსუბუქი მრეწველობა, აეროპორტების განვითარება და სხვ.



მინისტრის განცხადებით, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია. მისი თქმით, პროგრამა ეხმარება ქართულ მხარეს პოსტ-კოვიდ-ის პერიოდში ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში. გარდა ამისა, მხარდაჭერას უწევს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში.




პროგრამის კიდევ ერთი პარტნიორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. კერძოდ, პროგრამა მონაწილეობს ე.წ. განთავსების კონსულტანტების პროექტში. „ეკონომიკური ზრდის პროგრამა გვეხმარება, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ. განთავსების კონსულტანტების პროექტის ფარგლებში, ისინი იმუშავებენ გლობალურ კომპანიებთან, რომ სწორედ საქართველო გახდეს მათი სამომავლო ინვესტიციის განხორციელების ადგილი,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, USAID - ი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ეხმარება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაც და ხელს უწყობს საპრივატიზებო პროცესის უკეთ წარმართვაში.



რაც შეეხება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტარტაპერების მხარდაჭერაზე, რომლის ფარგლებშიც ქართველ ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა, აშშ-ში სილიკონ ველზე თავისი პროექტები პოტენციურ ინვესტორებს წარუდგინონ.



„პროგრამა ასევე ეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც განკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული აეროპორტი გადავაქციოთ დასავლეთ საქართველოს ტურისტული მიზიდულობის ცენტრად და ჰაბად, საიდანაც ტურისტები გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და ეს ყველაფერი ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up