ნათია თურნავა: USAID-ი  საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება

ნათია თურნავა: USAID-ი საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება

access_time2020-01-21 16:20:19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" შორის გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მემორანდუმებს ხელი მოაწერეს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობის მიზანია აღნიშნულმა უწყებებმა სხვადასხვა კავშირების გამოყენებით, ახალი და დიფერენცირებული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელი შეუწყონ დასაქმებისა და ინვესტიციების პოტენციალის გაზრდას და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაყიდვების და შემოსავლების მატებას.




„აშშ - ის მთავრობა უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რაც დადასტურდა არაერთი აქტით, მათ შორის, საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. მისი თქმით, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს პრიორიტეტულად განსაზღვრული ეკონომიკური სექტორების განვითარებაში დაეხმარება. „საუბარია დარგებზე, რომლებიც მოიტანს ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული სფეროების მხარდაჭერა, სადაც დიდია დასაქმების კომპონენტი. მათ შორისაა, ტექსტილი, გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობა ასე ინტენსიურად აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და დახმარებას," - განაცხადა ნათია თურნავამ.



"USAID - ი დიდი ხანია, წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ეკონომიკის სხვა სექტორები. მოხარულები ვართ, რომ დღეს შედგა ახალი თანამშრომლობა USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და ორ სააგენტოს შორის. თანამშრომლობის მიზანია, გამოავლინოს მნიშვნელოვანი ინტერვენციები, რაც გავლენას მოახდენს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებზე, ასევე სხვადასხვა კავშირების გამოყენებით და პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და უცხოურ და კერძო სექტორის ინვესტიციების გაზრდას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში," - განაცხადა USAID/Georgia - ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.



ხელმოწერამდე მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ხაზი გაესვა წინა პერიოდში პროგრამის ზოგად მხარდაჭერასა და წარმატებულ მუშაობას სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებთან, რომელთა შორისაა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მთის კურორტების განვითარების კომპანია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up