ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში საპრივატიზაციო ნუსხას  ე.წ. რიყის დოქები დაემატება

ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში საპრივატიზაციო ნუსხას ე.წ. რიყის დოქები დაემატება

access_time2020-01-30 14:57:12

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ქონების პრივატიზაციის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონზე ე.წ. რიყის დოქები გამოაქვს. ამის შესახებ განცხადება დღეს უწყების ხელმძღვანელმა, ნათია თურნავამ გააკეთა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში, 15 000 კვ.მეტრზე განთავსებული ობიექტის შეფასება მოხდა არსებული წესით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და მისი ფასი 95 მილიონი ლარია.



„უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რომ საპრივატიზაციო ნუსხაში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა, მოგეხსენებათ, რომ თავის დროზე მისი მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნაში საკმაოდ დიდძალი თანხა დაიხარჯა, ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, თავისი ფუნქცია, არადა, ის ძალიან თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული - თბილისის შუაგულში, ჩვენი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას, სადაც ბევრი ვიზიტორი სტუმრობს ჩვენს ქალაქს და ამ უბანს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




მინისტრის თქმით, გამჭვირვალე აუქციონის გზით შესაძლებელი იქნება იმის გატესტვა, თუ რამდენად რეალურია და ობიექტური ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. „ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ ღია, საჯარო აუქციონის გზით, ბიზნესთან თანამშრომლობით საბოლოო ჯამში თავისი სწორი გამოყენება ვუპოვოთ ე.წ. რიყის დოქებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოიძებნება ამ ობიექტისთვის დაინტერესებული ბიზნეს-ჯგუფები", - განაცხადა მინისტრმა.



რაც შეეხება პრივატიზების შემთხვევაში ობიექტის ფუნქციას და დანიშნულებას, ნათია თურნავას თქმით, ბიზნესმა ამის შესახებ თავად უნდა იმსჯელოს. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ამდგილას ნებისმიერი ობიექტის განთავსება შეიძლება, რადგან არსებობს თბილისის გენერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც ზღუდავს ამ ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის მშენებლობებს - შესაბამისად, აქცენტი გაკეთდება ე.წ. რიყის დოქების კომერციულ და მიზანშეწონილ გამოყენებაზე. „ჩვენ წინასწარ არ ვკარნახობთ ბიზნესს, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს, თუმცა, ვვარაუდობთ, რომ ეს უფრო რაღაც ცერემონიული ტიპის ობიექტი უნდა იყოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ბიზნესს ვუტოვებთ. ველოდებით ბიზნესიდან წინადადებებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up