ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ საკონსულტაციო შესყიდვას, რათა მოვამზადოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი

ნათია თურნავა - უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ საკონსულტაციო შესყიდვას, რათა მოვამზადოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი

access_time2021-03-04 16:20:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს პერიოდში განახორციელებს საკონსულტაციო შესყიდვას, რათა მომზადდეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო“. დღეს მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა, რათა მოვამზადოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, ტენდერი, რომელიც უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად, იმისთვის, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტით, პირველ რიგში დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან. „რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოლა ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში. თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგები მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ჩვენ ყველა წესის დაცვით ჩავატარებთ ტენდერს. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მიუხედავად პანდემიიდან გამომდინარე საკმაოდ დინამიური და რთული მსოფლიო ვითარებისა, და რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა პროცესისა, ეს პროექტი იყოს წარმატებულად შესრულებული“, - აღნიშნა მინისტრმა.













მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up