ნათია თურნავა: „უახლოეს დღეებში წარვადგენთ კონკრეტულად გიდების დახმარების პროგრამას, რადგან ამ სეგმენტს დიდი კონტრიბუცია შეაქვს ტურისტულ ინდუსტრიაში

ნათია თურნავა: „უახლოეს დღეებში წარვადგენთ კონკრეტულად გიდების დახმარების პროგრამას, რადგან ამ სეგმენტს დიდი კონტრიბუცია შეაქვს ტურისტულ ინდუსტრიაში"

access_time2020-05-07 17:05:35

„ქვეყანაში გვყავს გიდების ძალიან დიდი ჯგუფი, როლებიც მართლაც შრომობენ დაუღალავად, ისინი საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან და დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ტურისტულ ინდუსტრიაში. სამწუხაროდ, ეს ის სფეროა, რომელიც, ბოლომდე არ არის აღრიცხული, სადაც ჯერ კიდევ დასარეგულირებელია ხარისხის სტანდარტები და ეს თავად მათი მოთხოვნებია. თუმცა, ამავე სფეროში არსებობენ საკმაოდ კარგად ორგანიზებული, გიდების პროფესიული ასოციაციები, ჩვენ დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ვამზადებდით ანტიკრიზისულ გეგმას" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიდებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.



მინისტრის განმარტებით, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც ამიერიდან უნდა დაიწყოს მუშაობა, რადგან გაცილებით მარტივია გადაწყვეტილების მიღება იგივე სასტუმრო ინდუსტრიაზე, ან ტურისტულ კომპანიებზე, რომელიც მეტად ინსტიტუციონალიზებული, ლეგალიზებული, კარგად აღრიცხული სფეროა, გადასახადის გადამხდელია და მთავრობამ იცის, რომ შეღავათი კონკრეტულ გადასახადთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.


„რაც შეეხება გიდებს, ჩამოვყალიბდით, რომ ვიმუშავებთ რამდენიმე მიმართულებით და ეს არ იქნება მხოლოდ გადამზადება - ერთ-ერთი მთავარი იქნება ხარისხის სერტიფიცირება, რაც, ალბათ, იქნება ნებაყოფლობითი და თავად ასოციაციები გახდებიან ჩვენი თანამოაზრეები ამ საკითხში - ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის და რომელ ჯგუფს უნდა მივანიჭოთ გარკვეული პრეფერენციები და დახმარებები, ასევე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გიდებს მიეცემათ უფასოდ შესვლის უფლება მუზეუმებში, ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებში, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ასევე იმ პერიოდში, ვიდრე არ აღდგება ტურისტული აქტივობა ძველი მასშტაბით და ჯერ კიდევ იქნება გიდების დასაქმების პრობლემა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შევქმნათ და შევთანხმდით მათთან, რომ ამისთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება. გიდებს ასევე აქტიურად ჩავრთავთ მიკროგრანტების პროგრამაში, იგივე „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, რომ მათ შეძლონ თავის საქმიანობასთან ახლოს მყოფი პროექტები წარადგინონ. ერთ-ერთი კომპონენტი ასევე იქნება გადამზადება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კონკრეტულად გიდებზე მორგებული პროგრამის დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, რადგან აღნიშნული სეგმენტი დღემდე ნაკლებად შესწავლილი, ნაკლებად აღრიცხულია და დამატებითი დროა საჭირო მათთან სამუშაოდ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up