ნათია თურნავა - უახლოეს დღეებში გამოიკვეთება იმ ქვეყნების წრე, ვისთანაც გარკვეული დათქმებითა და პროცედურებით შევძლებთ მიმოსვლას

ნათია თურნავა - უახლოეს დღეებში გამოიკვეთება იმ ქვეყნების წრე, ვისთანაც გარკვეული დათქმებითა და პროცედურებით შევძლებთ მიმოსვლას

access_time2020-07-03 16:34:48

უახლოეს დღეებში გამოიკვეთება იმ ქვეყნების წრე, ვისთანაც გარკვეული დათქმებითა და პროცედურებით შევძლებთ მიმოსვლას, ფრენების აღდგენაც პრაქტიკულად ამ პროცესზე არის დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.


როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ყოველდღე მატულობს ევროკავშირი წევრი იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც გარკვეულ პირობებს წერს სიაში, რომლებთანაც დაიწყება ორმხრივი მიმოსვლა.


„ეს არის პროცესი წაიღებს გარკვეულ დროს. ჯერ კიდევ ზოგიერთი ქვეყანა ვერ ჩამოყალიბდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყანა, სხვადახხვა პროცედურას აწესებს, მაგალითად, ამ ეტაპზე ნიდერლანდებს აქვს თვითიზოლაციის მოთხოვნა. საბერძნეთი როგორც ვიცით, გარკვეულ შერჩევით ატარებს ტესტირებას. გარკვეული ქვეყნები ელექტრონულ ფორმას ავსებენ. ეს არის ყოველდღიური პროცესი, თითოეულ სახელმწიფოსთან ვაწარმოებთ ორმხრივ მოლაპარაკებებს, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება, რადგან ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. საპასუხისმგებლოა როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ისე ჩვენთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას თავისი შიდა პრობლემატიკის გათვალისწინებით. არის მაგალითად ცალკეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, იგივე ავსტრია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ ხსნის საზღვარს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. სხვა ქვეყნები ახლა ყალიბდებიან. არ მინდა, ახლა გავასწრო მოვლენებს, მაგრამ უახლოეს დღეებში გამოიკვეთება იმ ქვეყნების წრე, ვისთანაც გარკვეული დათქმებითა და პროცედურებით შევძლებთ მიმოსვლას. ფრენების აღდგენაც პრაქტიკულად ამ პროცესზე არის დამოკიდებული. ჩვენ არ შეიძლება, დავუშვათ ფრენა ისეთ სახელმწიფოსთან, ვისთანაც ჯერ არ გვაქვს სიცხადე, უშვებს თუ არა თავის ვიზიტორებს ჩვენთან და უშვებს თუ არა ჩვენს ვიზიტორებს თავისთან. ჯერ ქვეყნების გადაწყვეტილება და მერე ამას მოყვება ფრენები, მაგრამ ფრენები ჩვენ რეალურად არ გაგვიჩერებია, მხოლოდ რეგულარული მიმოსვლაა გადადებული და კომერციული ჩარტერული მიმოსვლა, ახლა უკვე სუბსიდირებადი ჩარტერებიც იქნება და გამოქვეყნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


რაც შეეხება ჩარტერულ რეისებს, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ორი ტიპის ჩარტერი იქნება, ერთი არის ჩვეულებრივი კომერციული ფრენები და მეორე არის ემოგრანტების ჩამოყვანა.



„ორშაბათს გამოვაქვეყნებთ განრიგს. ეს არის სახელმწიფო მხარდაჭერით, იმ პროგრამის გაგრძელება, რასაც სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ხელმისაწვდომ ფასებში, ჩვენი თანამემამულეების, ემიგრანტების საქართველოში გეგმაზომიერი დაბრუნება ჰქვია. ყველა ავიაკომპანიას ვთავაზობთ ორგვარ მიდგომას, ერთი – შეუძლიათ კომერციული ჩარტერული რეისები განახორციელონ ახლაც, რადგან ჩარტერები აკრძალული არ არის. ჩვენ ამ რეჟიმს ვთავაზობთ ბევრ სხვადასხვა კომპანიას, ზოგი ამას თანხმდება და ზოგი კი, ამბობს, რომ კორპორატიული მიდგომებიდან გამომდინარე, დაელოდება რეგულარულ ფრენებს. აქედან გამომდინარე, ზოგი განახორციელებს ჩარტერებს და ეს არ იქნება მხოლოდ „აირზენა“, ზოგი კი, დაელოდება ფრენებს პირველ აგვისტოსთვის“, – განაცხადა თურნავამ.


ამასთან, საქართველოს მთავრობა ელოდება თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილებას, რათა დადგინდეს კონკრეტული წესები.


„ჩვენთვის მთავარი და უპირატესი არის ეპიდემიოლოგიური ვითარების დაცვა, როგორიც დღეს არის, კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up