ნათია თურნავა: „უახლოეს 3 წელიწადში საქართველოში გაზიფიცირების პროცესის დასრულებისთვის კიდევ 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება“

ნათია თურნავა: „უახლოეს 3 წელიწადში საქართველოში გაზიფიცირების პროცესის დასრულებისთვის კიდევ 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება“

access_time2018-11-08 18:50:57

სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - შუა ნოსირში, ნოსირში, ახალსოფელში, საგვარამიოსა და თეკლათში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა - აშენდა 79 044 გრძივი მეტრი ინფრასტრუქტურა და 1345 აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები. ნათია თურნავა სოფელ თეკლათში მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.



დღეიდან თეკლათის ყველა მოსახლეს მიეწოდება ბუნებრივი აირი, როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმამაია ჯინჯოლიამ აღნიშნა, ეს სოფლისთვის ძალიან დიდი სიხარულია: „წლებია, თეკლათის მოსახლეობას გაზი არ ჰქონია. ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, ამისთვის დიდი მადლობა ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატს. იმედია, ყველა პრობლემა ასე დროულად მოგვარდება“.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირება. ამაში კერძო კომპანიებთან და „სოკართან“ ერთად ჩართულია სახელმწიფო - მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 3 წელიწადში 160 მლნ ლარამდე გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში მასობრივი გაზიფიცირება მომხდარიყო. „დღეის მაჩვენებლებით ქვეყანაში მომხმარებლების 86%-ს გაზი მიეწოდება, ეს არის 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, 400 000-მდე აბონენტი. სამომავლოდ ჩვენს გეგმებს რაც შეეხება - უახლოეს 3 წელიწადში 200 მლნ ლარი კიდევ დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში გაზიფიცირების პროცესი დასრულდეს და ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად, უდიდეს ნაწილსმიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, რეგიონის გაზიფიცირების საკითხი ეტაპობრივად გვარდება: „ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვისმწვავედ დგას გაზიფიცირების პრობლემა - გამოტოვებულია სოფლები და დასახლებული პუნქტები. ჩვენ ამ საკითხებს ეტაპობრივად ვწყვეტთ - 2 წელიწადში სამეგრელოს რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“, - აღნიშნა მან.



სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები - როგორც გაზიფიცირების ქსელის სამშენებლო, ისე უკვე დასრულებული და გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები. ირაკლი ბერაიას თქმით: „ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სენაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა - 3500-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება. კონკრეტულად სოფელ თეკლათში 256 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. მნიშვნელოვანია, რომნ ეს სამუშაოები 2019 წელსაც გაგრძელდეს, ჩვენ შეთანხმებული ვართ კონკრეტულ გეგმაზე როგორც სოფლებში, ასევე ქალაქის იმ უბნებში, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება“.



თეკლათში გამართული შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ გაზსადენის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა სოფელ მეორე ნოსირში, რომლის დასრულების შემდეგაც 256 კომლი მიიღებს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას. გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირი ასევე უნდა მიიღოს სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთმა სოფელმა, ესენია: გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა. ეს ჯამში 1580 პოტენციური აბონენტია. აქედან ძველი სენაკის, ზედა სორტასა და ქვედა სორტას მოსახლეობა უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას.







ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up