ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აიცრა

ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აიცრა

access_time2021-05-13 16:20:00

„ვაქცინაცია არის ერთადერთი, საუკეთესო და ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ ნორმალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, მართლაც ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ობიექტები გვექნება ჩვენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ეკონომიკის მინისტრი, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს „სინოფარმით“ აიცრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და ყველას მოუწოდა აქტიური ვაქცინაციისკენ. მინისტრთან ერთად აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტურისტული ინდუსტრიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი აიცრა, მათ შორის იყვნენ ასოციაციების თავმჯდომარეები, რესტორნების, მსხვილი და პატარა სასტუმროების დამფუძნებლები და სექტორის სხვა წარმომადგენლები.


„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემია გრძელდება, ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით პირობები ეკონომიკის აღდგენისთვის. დღეს, მაგალითად, გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, სადაც 70 პროცენტით არის ჩვენი ექსპორტი გაზრდილი, ტურიზმის აღდგენაც თანდათანობით მიმდინარეობს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა. ამიტომაც, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის სექტორი, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, აეყვანა ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში და მეც, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ტურიზმში მიმდინარე პროცესებზე და პოლიტიკაზე, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჩემი აცრა გამეკეთებინა ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



მისივე ინფორმაციით, დღეიდან უკვე კოორდინირებულად დაიწყება ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, ინტერესი მაღალია და უკვე არსებობს 700-მდე ადამიანის სია, რომლებიც თავისი სურვილით ეწერებიან აცრაზე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up