ნათია თურნავა - ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო  ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას

ნათია თურნავა - ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას

access_time2020-02-17 14:01:43

„ბერლინში 2022 წელს, ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყანად საქართველოს დასახელება ტურიზმის დარგში ჩვენი სწორი პოლიტიკის აღიარებაა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ღონისძიებას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ნათია თურნავამ კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა იმ რამდენიმე ფაქტორის შესახებ, რომელმაც საქართველოს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გამართულ საკმაოდ რთულ კონკურსში გამარჯვების შესაძლებლობა მისცა.



„პირველ რიგში ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით და რამაც ტურისტებისთვის შესაძლებელი გახადა აქ კომფორტული დასვენება, ჩამოსვლა. ჩვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს მაღალი წოდება დამატებით პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, მათ შორის ხელისუფლებას, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.



მისი თქმით, მთავრობა კერძო სექტორთან ერთად აქტიურად იმუშავებს ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით და მას კიდევ უფრო თანამდროვეს გახდის.



ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს კონკურსში გამარჯვებას, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ქვეყნის ლიბერალური, „ღია ცის პრინციპი და სწორი მარკეტინგული პოზიციონირებაა.



„რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მდიდარი კულტურა, მდიდარი ტრადიციები, რაც საქართველოს უნიკალურს ხდის; ლიბერალური, ღია ცის პრინციპი და სულ უფრო მეტი პირდაპირი ფრენები, რასაც ჩვენ ვეხმარებით; ქვეყნის სწორი მარკეტინგული პოზიციონირება, რაზეც მუშაობს ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; იმის აღიარება, რომ საქართველო გახდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, - აღნიშნა მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up