ნათია თურნავა - ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

ნათია თურნავა - ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული

access_time2020-02-26 18:28:24

„ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა ბოლო წლებში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან აქტიურადაა ჩართული, იგი მეტ ინკლუზიურობას წარმოშობს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020". ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავამ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში" საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და მთავარ მაჩვენებლებზე, ასევე მნიშვნელოვან სექტორებზე ისაუბრა, მათ შორის ტურიზმის სექტორზე.




„საოჯახო სასტუმროები ვითარდება ყველგან ისეთ ადგილებში, სადაც სხვა ინდუსტრია ვერ განვითარდება. უკვე 8%-ს შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის წილში ტურიზმი. ეს დარგი სენსიტიურია გარე შოკების მიმართ - რუსეთიდან ფრენების შეჩერება იქნება თუ კორონავირუსი, მაგრამ ჩვენი ტურიზმი უკვე იმდენად მდგრადია, რომ მისი ზრდა ძალიან მალე უბრუნდება აღმავალ ტრაექტორიას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ამასთან, ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა მნიშვნელოვანი ბაზრების დივერსიფიკაციასა და საქართველოს ღია და ლიბერალური ცის პოლიტიკაზე. „ჩვენ ვზრდით პირდაპირი ფრენების საჰაერო მიმოსვლის არეალს, დაბალბიუჯეტიანი კომპანიებს ვეხმარებით შემოსვლაში. 9 მილიონ 300 ათას ვიზიტორზე მეტს უმასპინძლა ჩვენმა ქვეყანამ. 2022 წელს გავხდით ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა, რაც არის მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა და ესეც დიდი აღიარებაა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.







ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up