ნათია თურნავა - ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რადგან  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ამ ინდუსტრიის აღდგენა

ნათია თურნავა - ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ამ ინდუსტრიის აღდგენა

access_time2021-05-04 14:40:00

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რადგან ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია კოვიდ-უსაფრთხოა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან - ესენია ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაციები.


„ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდება მათი, რასაკვირველია, ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, რაშიც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროც დაგვეხმარება. შედეგად ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული წესების დაცვით იქნება ვაქცინირებული და ჩაითვლება კოვიდ-უსაფრთხო სასტუმროდ, რესტორნად, კოვიდ-უსაფრთხო კომპანიად, ყველა ჩვენს საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდ-უსაფრთხოა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისი თქმით, ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია.


„იცით, რომ პრაქტიკულად, ყოველკვირეულად გვემატება ახალი ფრენები, ავიაკომპანიები აღადგენენ და საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებსაც აცხადებენ და ახლა მთავარი, მნიშვნელოვანი კომპონენტის არის უსაფრთხო მასპინძლობა და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუსს პრაქტიკაში გავატარებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესს ტურიზმში აქვს ორმაგად დიდი დატვირთვა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ინფორმაცია იქნება გავრცელებული საერთაშორისო ვიზიტორებს შორის ამა თუ იმ რესტორანზე, სასტუმროზე და სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაზე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up