ნათია თურნავა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებაზე  დადებითად აისახება ტურიზმის ზრდაზე

ნათია თურნავა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებაზე დადებითად აისახება ტურიზმის ზრდაზე

access_time2021-06-22 14:50:00

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 1-ლი ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება და დაშვებული ხდება რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე, მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ტურიზმში - იცით, რომ სახმელეთო საზღვრებიდანაც შემოდიან ტურისტები, ასევე აჭარაში იმატა ტურისტებმა. მთლიანობაში, თუ შევხედავთ, თუნდაც, საჰაერო გზით შემოსული ტურისტების სტატისტიკას, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება. თუ ამას შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში სრულდებოდა დაახლოებით, 600 ფრენა ანუ ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც გვქონდა 2019 წელს. ეს წელი, კი, მოგეხსენებათ, რეკორდული წელი იყო ტურისტების მასპინძლობის თვალსაზრისით“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრის განცხადებით, ამ მხრივ კიდევ უფრო დადებითი მოლოდინია. მისი შეფასებით, როდესაც დადგება ტურისტული საზაფხულო სეზონის პიკი, დაახლოებით 70 პროცენტით მივუახლოვდებით თუნდაც საჰაერო გზით შემოსული ტურისტების იმ რაოდენობას, რაც იმ პერიოდში იყო 2019 წელს.



„გვქონდა დადებითი მოლოდინი, რომ 2021 წელს, ტურიზმის თუნდაც ნახევარი აღვადგინოთ იმასთან შედარებით, რაც იყო 2019 წელს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გაცილებით უკეთესად წავა საქმე, თუ რა თქმა უნდა, ყველა დავიცავთ უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს. პირველი დადებითი სტატისტიკა, იანვარ-მაისის პერიოდში, უკვე აღინიშნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც პირველი გავიდა პოზიტიურ დინამიკაზე ჩვენს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის და აქვს მგზავრთნაკადის 16 პროცენტიანი ზრდა. ასეთივე ზრდას ველოდებით სხვა აეროპორტებიდანაც“ - განაცხადა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up