ნათია თურნავა - Trace International-ის ინდექსის ბოლო შეფასება აღიარებს, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია

ნათია თურნავა - Trace International-ის ინდექსის ბოლო შეფასება აღიარებს, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია

access_time2020-02-01 14:18:10

საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია და სწორედ ეს რეალობაა ასახული გავლენიანი ორგანიზაცია Trace International-ის ბოლო შეფასებაში, რომლის მიხედვითაც ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპაში კლავინდებურად ტოპ ოცეულშია თავისუფლების ხარისხით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გავლენიანი ორგანიზაცია Trace International-ის რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



სამინისტროს ცნობითვე, ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 18-ე პოზიციას იკავებს.



ნათია თურნავას განცხადებით, ასევე აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის რეკეტის რისკისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ვართ.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ შეფასებაში არის ხელისუფლების კორუფციაში ჩაურთველობა და ამ თვალსაზრისით მსოფლიოში მეათე, ევროპაში კი მე-6 ადგილზე ვართ.




„ ეს გავლენიანი შეფასება აღიარებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ევროპისა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანასთან შედარებით. ამის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია ის გაზრდილი ნდობა, რასაც ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ იჩენს, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრის თქმითვე, ეს ნდობა აისახება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში, რომელმაც 2019 წლის წინასწარი მონაცემით, 5,2 პროცენტი შეადგინა, ეს აისახება ბიზნესის გაზრდილ აქტივობაში პრივატიზაციის, სხვადასხვა სახის ლიცენზიების მიმართ.



„ის, რომ ჩვენ, იგივე გამჭვირვალობის ხარისხით, სხვადასხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიცაა იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი თუ სხვა ქვეყნები, სწორედ ის ფაქტორია, რის გამოც ევროპული კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, იწყებენ აქ ახალ ბიზნესებსა და ახალ პროექტებს, - განაცხადა ნათია თურნავამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up