ნათია თურნავა - თითოეული  ახალი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ადგილობრივი წარმოების  გაძლიერება,  ადამიანების დასაქმება და საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა

ნათია თურნავა - თითოეული ახალი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ადამიანების დასაქმება და საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა

access_time2021-06-21 11:50:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთანერთად, ბეტონის ფილების მწარმოებელ საწარმო „ლეგის“ ესტუმრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის დახმარებით, ბეტონის ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ შპს ,,ნეოსტარმა“ 2019 წელს თბილისში ახალი საწარმოს აშენება და უახლესი ევროპული მაღალ-ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა შეძლო.


საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს. ამასთანავე, კომპანია საკუთარ მომხმარებელს „Colormix“ ტექნოლოგიას სთავაზობს, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. მას ფილის ზედაპირის დამზადება სხვადასხვა ფერის შერწყმით შეუძლია.


ნათია თურნავას განცხადებით, საწარმოში, რომელიც უკრაინული ინვესტიციითაა შექმნილი, 50 ადამიანია დასაქმებული. საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას ტერიტორია ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სიმბოლურ ფასად გადაეცა. კომპანიამ საწარმოში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.



„პანდემიის მიუხედავად, საწარმო სრულად ფუნქციონირებს და ადგილობრივ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციით, მათ შორის მოსაპირკეთებელი ქვით და სამშენებლო ბლოკებით ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს საკუთარი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია აქვს, რათა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის სტანდარტების შესატყვისი იყოს. კომპანია მომავალში გაფართოებას აპირებს და მომავალშიც დავუდგებით გვერდში ისევე, როგორც სხვა ასობით ქართულ საწარმოს. თითოეული ასეთი საწარმო ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ადგილობრივი ადამიანების დასაქმება და ჩვენი საინვესტიციო პოტენციალის განმტკიცებაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up