ნათია თურნავა - ტერმინის „ღრმაწყლოვანი

ნათია თურნავა - ტერმინის „ღრმაწყლოვანი" პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა

access_time2020-05-22 18:16:39

„ტერმინის „ღრმაწყლოვანი" პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გააკეთა ტერმინის „ღრმაწყლოვანის" განმარტება და აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანია ნებისმიერი პორტი, რომლის აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია.


„რაც შეეხება ზოგადად პორტების ღრმაწყლოვანობას, მოდით განვმარტოთ, რადგან დღევანდელ დღეს ნებისმიერი თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს თანამედროვე, „პანამაქსის" ტიპის ხომალდებს, რომელთაც 65 ათას ტონაზე და მეტი ამწეობის შესაძლებლობა აქვთ, უნდა იყოს ღრმაწყლოვანი, ესაა ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია. დღესდღეობით ფოთის მოქმედი პორტი და მისი აკვატორია საშუალოდ 8 მეტრის სიღრმისაა მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ადგილებში ის 10 მეტრამდეც ღრმავდება. ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება აქ, რიონის დელტაში, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის და 10 მეტრზე მეტი სიღრმის," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, რიონის დელტა ინტენსიური მოსილვით გამოირჩევა, ამდენად, ფოთში პორტის ნორმალური ფუნქციონებისთვის გარკვეული პერიოდულობით აკვატორიის დაღრმავებაა აუცილებელი.



მინისტრი შეეხო კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის" მიერ ფოთის პორტის გაფართოების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნავმისადგომის აკვატორიის დაღრმავებას. „ტერმინი „ღრმაწყლოვანი" მითითებულია იმ პროექტის სათაურში, რომელიც „ეიპიემ ტერმინალსმა" შემოიტანა ფოთის პორტის გაფართოების პროექტის კონცეფციის განხილვის მიზნით. კომპანიას ფლობს მიწათსარგებლობის ნებართვას, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია მომავალი პორტის დეტალური ტექნიკური პროექტი, საიდანაც კონკრეტულად გვეცოდინება, თუ რა კონფიგურაციითა და პარამეტრებით იქნება ეს პორტი აშენებული. ეს შემდგომი პროცესია, რაზეც ისინი ჯერ ისევ მუშაობენ," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ასევე ღრმაწყლოვანია ფოთში კიდევ ერთი ე.წ. „პეისის ტერმინალის" გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) - ის (ყოფილი OPIC) ინვესტიციით ხორციელდება და დაღრმავების შემდეგ მისი აკვატორია 13 მეტრის სიღრმისა და მეტი იქნება. DFC - ის მიერ პროექტის დასაფინანსებლად 50 მილიონი აშშ დოლარი იქნება გამოყოფილი.


ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ 10 მეტრზე მეტი სიღრმე ექნება ფოთის პორტს „ეიპიემ ტერმინალის" პროექტის განხორციელების შემდეგ. „ისე ფაქტი, რომ „პეის ტერმინალსის" პროექტი და ალბათ მომავალში „ეიპიემის" პროექტი ორივე თანამედროვე შეფასებით „ღრმაწყლოვანია", ერთი მეორის განვითარებას ხელს არ უშლის. ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს თანამედროვე ტიპის ანაკლიის პროექტი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვითარდება, რათა იყოს კონკურენტული," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up