ნათია თურნავა - თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აგვისტოს დასაწყისიდან აღდგება

ნათია თურნავა - თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აგვისტოს დასაწყისიდან აღდგება

access_time2020-07-08 22:30:01

აგვისტოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს რამდენიმე კომპანია შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში ისაუბრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ნათია თურნავას ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან“, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე კომპანიებთან „ეარ ფრანს“ და „ეარ ბალტიკი“.



„პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიებთან შეთანხმებები უნდა ემსახურებოდეს გარკვეულ ლოგიკას, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებდით რეგულარულ ფრენებს, ვიდრე არ გვეცოდინებოდა თავად მიმღები ქვეყნის პოზიცია. ახლა, როდესაც ვიცით ვინ არიან ის სახელმწიფოები, ვინც ჩვენ უპირობოდ გვიშვებს, რა თქმა უნდა, მეტი საფუძველი გვაქვს, რომ მოველაპარაკოთ ავიაკომპანიებს და ავიაკომპანიებსაც მეტი საფუძველი აქვთ - კომერციულად მიმზიდველი იქნება მათი რეისები. ეს ეხება კომპანია „ლუფტჰანზას“, რომელთანაც მიღწეული გვაქვს შეთანხმება, რომ ყველაზე გვიან 2 აგვისტოს აღდგება რეგულარული მიმოსვლა თბილისსა და მიუნჰენს შორის, სიხშირით - კვირაში ორი ფრენა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.




რაც შეეხება სხვა მიმართულებებს და ავიაკომპანიებს, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ეარ ფრანსთან“ - მოსალოდნელია, რომ რეგულარულ ფრენებზე შეთანხმება აგვისტოდან მოხდეს, შარლ დე გოლის აეროპორტთან. მინისტრის ინფორმაციით, სიხშირეების რაოდენობა ჯერ მოლაპარაკების საგანია.



ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ასევე იხსნება საზღვარი, „ეარ ბალტიკია“ წარმოდგენილი, რიგა - თბილისის რეისის შესრულება ასევე აგვისტოში უკვე დაიწყება. „ამ ეტაპზე ფრენების სიხშირეზე ვსაუბრობთ - ჩვენი პოზიციაა, რომ კვირაში ერთი სიხშირე იყოს, კომპანია ახლა ამას განიხილავს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



როგორც დღეს გახდა ცნობილი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროპის ხუთ სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს საქართველოში შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up