ნათია თურნავა - თბილისმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან და ფონდი „ქართუსგან

ნათია თურნავა - თბილისმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან და ფონდი „ქართუსგან"

access_time2020-10-06 13:08:19

თბილისმა და თბილისელების არაერთმა თაობამ, ვინც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას ყოველთვის თვლიდა რეკრეაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, შესანიშნავი საჩუქარი მიიღო, - ამის შესხებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს“ მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემასთან და იქ ცენტრალური პარკის მოწყობასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის განცხადებით, ახლა ეს ნამდვილად იქნება თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული და უნიკალურად მოწყობილი პარკი, როგორც პარკის დღევანდელ პრეზენტაციაზე აღინიშნა.




„ეს არის მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და მისი ოჯახისგან, რომელმაც ფონდი „ქართუს“ მეშვეობით სამ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ბოლო 25 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ უფრო მეტი კულტურული ძეგლი აღდგენილიყო განათლებაში, ჯანდაცვაში, სპორტში, სარეკრეაციო მწვანე ზონებში. ახლა ამას შეემატება თბილისის ეს ერთ-ერთი მარგალიტიც, არაერთი თაობის საყვარელი დასვენების ადგილი, რომელიც კეთილმოწყობილი და უნიკალური იქნება. ამაში ისევ და ისევ ფონდი „ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი დაგვეხმარება, დაიხარჯება რამდენიმე ათეული მილიონი და ეს იქნება ძალიან ძვირფასი საჩუქარი ჩვენთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.







„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up