ნათია თურნავა: „თბილისის დეკლარაცია“ შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც  საქართველოს მთავრობა ატარებს

ნათია თურნავა: „თბილისის დეკლარაცია“ შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს

access_time2020-09-17 13:30:02

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი დედაქალაქის სახელი ჰქვია ასეთ მნიშვნელოვან დროს UNWTO-ს მიერ მიღებულ დეკლარაციას, რომელიც შეეხება გლობალურად მსოფლიო ტურიზმის მომავალს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მიერ მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავას განმარტებით, ე. წ. „თბილისის დეკლარაცია შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, რათა ქვეყანა, ტურიზმი იყოს უსაფრთხო და ჩვენი როლი გლობალურ ტურიზმში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს.



ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება გრძელდება ფორუმით, რომელსაც კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან - ფორუმი ტურიზმის სექტორში ინვესტიციების თემას ეძღვნება.




„საქართველო ამ მხრივ არის ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი და მზარდი ქვეყანა - ჩვენ პანდემიის დროსაც კი არ შევაჩერეთ ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო პროექტები, ათამდე ახალი სასტუმროო დაფინანსდა, იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები, ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში ძალიან აქტიურად ეხმარება როგორც არსებულ, ასევე ახალ სასტუმროების პროექტებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავას თქმით, ძალიან საინტერესო იყო ფორუმზე მოსმენა, რომ მსოფლიო ტურიზმის მომავალი ინოვაციები, დიჯიტალიზაცია და მეტი ახალი ტექნოლოგიაა. მინისტრის შეფასებით, საქართველო ამ მხრივ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რადგან ძალიან ბევრი ელექტრონული პლატფორმა სწორედ კოვიდ-პანდემიის დროს დაინერგა, მათ შორის - „იმუშავე საქართველოდან,“ რომელიც მოუწოდებს „ფრილანსერებს,“ დისტანციურად დასაქმებულებს მთელი მსოფლიოდან, რომ ჩამოვიდნენ და თავიანთი საქმიანობა საქართველოდან წარმართონ.



„ეს პროგრამა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ბიზნესვიზიტორების პლატფორმა და ბევრი ინოვაციური გადაწყვეტილება, რომლებზეც მთავრობა და ჩვენი სამინისტრო მუშაობს. ასევე საინტერესოა ის პროგრამები, რომლებსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აანონსებს და მათ შორის საქართველოშიც აამოქმედებს - ეს არის აგროტურიზმის, ასევე სხვადასხვა მცირე სოფლის მხარდაჭერა, რაც მომავალში ძალიან საინტერესო იქნება უცხოელი ვიზიტორებისთვის, რომლებსაც ახალი, უნიკალური ადგილების მონახულება ენდომებათ და რა თქმა უნდა, ამაში მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up